ევროკავშირი უკრაინას საგამოძიებო ჯგუფს უგზავნის

ომის სისასტიკის, ადამიანების წამებისა და ხოცვის ფაქტების დასადასტურებლად, ევროკავშირი უკრაინასთან საგამოძიებო ჯგუფს ქმნის. მათი მთავარი სამიზნე რუსეთის მიერ უკრაინაში  კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოიძიება და ფაქტების დადასტურება იქნება.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, ევროკავშირი მზადაა, უკრაინის პროკურატურასაც დაეხმაროს.

„საგამოძიებო ჯგუფების გაგზავნით, ევროკავშირი მზადაა, უკრაინის პროკურატურის მხარდასაჭერად. Eurojust-ი და Europol-ი მზად არიან დასახმარებლად. მიმდინარეობს მოლაპარაკებები Eurojust-სა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შორის, რომ  გააერთიანონ ძალები და სასამართლო იყოს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ნაწილი. იუსტიციის კომისარს, დიდიე რეინდერსს დავავალე, უკრაინის გენერალურ პროკურორს დაუკავშირდეს. კომისია, ევროკავშირის ხელმძღვანელობით, ყველა საჭირო ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

მსგავსი თემები