მიხეილ სააკაშვილს საკვების ამანათით მიღება აუკრძალეს

მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში მისივე თანაგუნდელმა  დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ მოინახულა. როგორც ხერხეულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს საკვების ამანათებით მიღება აუკრძალეს. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მიხეილ სააკაშვილს ასევე აქვს კვების პრობლემა. შიმშილობის შემდეგ, ჩვეულებრივად ვერ იკვებება, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე სახის საკვებს იღებს. ეს არის სამი სახის საკვები. მათ შორის არის ერთი ყველი, რომელსაც მუდმივად ვახერხებთ ხოლმე რომ მოვუტანოთ შეხვედრის დროს. ეს საკვები მას მიეწოდება სამი წყაროს მეშვეობით, მათ შორის ჩემი გზით და როდესაც მოვიტანე, არ მიიღეს.  ჩავთვალე, რომ  ტექნიკური პრობლემა იყო. როდესაც შევედი შიგნით, აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციას გაცხადებული ჰქონდა მიხეილ სააკაშვილისთვის,…

მეტი...

მეუფე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, ბოლო პერიოდში,  მიხეილ სააკაშვილს  საპატიმრო დაწესებულებაში ხშირად სტუმრობს. მეუფე არც იმას უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას უჭერს მხარს და ამ თემაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც კი ესაუბრა. „მქონდა პრეზიდენტთანაც საუბარი შეწყალებაზე. მისი აზრი მაინტერესებდა. იმისათვის, რომ ეს მოხდეს შრომა და მუშაობაა საჭირო საზოგადოებასთან. საზოგადოებაშიც განსხვავებული აზრია შეწყალებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მითხრა, რომ ის გამოხატავს ხალხის ნებას, არ შეუძლია  მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რაღაც ნაწილს საზოგადოებისას მოეწონება და რაღაც ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება. მე მიმაჩნია, რომ ასეთი რანგის ადამიანის მდგომარეობა განსაკუთრებულად უნდა იყოს განხილული, როგორც ჩვეულებრივი პატიმარი…

მეტი...

გაერომ უკრაინაში მოსახლეობის მკვლელობის ფაქტების გამოძიება დაიწყო

როგორც გაერო-ს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი მატილდა ბოგნერი „სიენენთან“ აცხადებს, უკვე დაიწყო გამოძიება უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის ამოხოცვის ფაქტზე. ამ ეტაპზე, საუბარია  300 კონკრეტული შემთხვევის გამოძიებაზე. გაეროს მისიამ 300-ზე ფაქტზე დოკუმენტების შეგროვებაც შეძლო, რაც უტყუარი მტკიცებულებაა. როგორც გაეროს მისიაში აცხადებენ, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობის ფაქტი 5 000-ზე მეტია. ამას ემატება ადამიანთა წამება, გაუპატიურება და გატაცება.

მეტი...

პუტინი „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროებისგან იარაღის დაყრას ითხოვს

რუსული მხარე თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კრემლში განმარტავენ, პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ერდოღანთან მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე ისაუბრა და საკუთარი პირობაც წამოაყენა. როგორც კრემლში განმარტავენ, პუტინის თქმით, კიევმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფ სამხედროებს იარაღის დაყრის ბრძანება უნდა მისცეს. „საუბარია უკრაინელ სამხედროებსა და ნაციონალისტური ბატალიონების “ბოევიკებზე”, რომლებიც ბლოკირებულნი არიან „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. კიევის ხელისუფლებამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იხელმძღვანელოს ჰუმანური მოსაზრებებით და უბრძანოს, დაყარონ იარაღი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც რუსული მხარე ავრცელებს. ერდოღანმა და პუტინმა უკრაინის ომზე ისაუბრეს

მეტი...

გაერო მზადაა, მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია საკუთარ თავზე აიღოს

მოსკოვში მყოფი  გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მზადაა, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უზრუნველყოს. ამისთვის კი რუსეთის თანხმობას ელოდება. როგორც ანტონიო გუტერეშმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაერო მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად. „გამოვდივარ ინიციატივით, შეიქმნას ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფი, რომელშიც შევა გაერო, წითელი ჯვარი, რუსული და უკრაინული მხარე, რომლიც იმუშავებს უსაფრთხო დერეფნის მოწყობის გზების ძიებაზე, რაც მოიაზრებს ადგილზე ცეცხლის შეწყვეტას, რომ გარანტირებული იყოს ამ დერეფნების ეფექტურობა“, – განაცხადა გუტერეშმა მოსკოვში. მისივე თქმით, „აზოვსტალის“ ქარხნის დატოვების შესაძლებლობა ყველამ უნდა ჰქონდეს და ამავდროულად, მათ უნდა გადაწყვიტონ სად…

მეტი...

რუსეთი პრობლემას ისევ ნატო-ს გაფართოებაში ხედავს

რუსული მხარე ირწმუნება, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ნატოს გაფართოების წყურვილის შედეგია. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი განმარტავს, პრობლემას ამერიკული მხარეც ართულებს. „უკრაინაში არსებული სიტუაცია ნატო-ს უსაზღვრო გაფართოების შედეგია.  ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ევროპის კონტინენტზე არსებულ ვითარებაზე იმ კონტექსტში, რაც დღეს უკრაინაში ხდება, დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში. ეს ვითარება ეტაპობრივად  გროვდებოდა. გადამწყვეტ კონტექსტში კი ეს მოხდა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების ნატო-ს გაფართოების შეუზღუდავი კურსის შედეგად, ერთპოლუსიანი სამყაროს დამტკიცებით“, – აღნიშნა სერგეი  ლავროვმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, რომ ანტონიო…

მეტი...

,,უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ იარაღი”- ჰერმან საბო

„სიტყვები და განცხადებები არაფერს ნიშნავს და ამით არ უნდა წყდებოდეს, ვინ არის რუსეთუმე,  უნდა წყდებოდეს ქმედებებით – ყველა ის ადამიანი, რომელიც ხელს შეუშლის ერთი საქართველოს მოქალაქის სურვილს, რომ ჰქონდეს იარაღი, ჰქონდეს სურვილი იბრძოლოს, ჰქონდეს რესურსები –  სინამდვილეში აკეთებს რუსეთის საქმეს“,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, არის ფაქტორები, რომლებზეც შესაძლოა, კონტროლი არ გვქონდეს და არის ფაქტორები, რომლის შეცვლაც შესაძლებელია. „როდის მოუნდება რუსეთს, დაიპყროს მეზობელი, დაბომბოს მისი ქალაქები, მოკლას ქალები, ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა – ჩვენს გარშემო მომხდარი ცვლილებების ამ ფაქტორზე გავლენა ვერ გვექნება. მარტო პუტინის თავში…

მეტი...

რუსეთმა შტურმი ოდესის მიმართულებით დაიწყო

უკრაინის მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესასაც შეუტიეს. კერძოდ, რაკეტები ისროლეს, რომელიც მდინარე დნესტრის შესართავთან ჩამოვარდა. მსხვერპლი არ არის, თუმცა, დაზიანდა ხიდი, რის გამოც ის ჩაიკეტა და მოძრაობა აკრძალულია. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაკეტილია ბელგოროდ-დნესტროვსკის ოლქიდან ოდესის მიმართულებით  მიმავალი ხიდი.  

მეტი...

„დღეს სანქციების შესრულება, არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მთავარი დაკვეთა“- სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი ინტერპელაციის წესით, პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევას ითხოვს. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას უკავშირდება. „დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, მათ შორის, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მთავარი ამოცანაა სანქციების რეჟიმის დაცვა და შესრულება. თუ არ მოგისმენიათ, მსურს შეგახსენოთ თუ რა არის დღეს დასავლეთის ამოცანა რუსეთთან მიმართებაში – ეს არის არა მხოლოდ უკრაინაში მისი გამარჯვების უზრუნველყოფა, არამედ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების იმგვარი დაზიანება, რომ მათ ვეღარასოდეს ვეღარ შეძლონ სამხედრო აგრესიის განხორციელება ვერც უკრაინის და ვერც საქართველოს მიმართ, იმიტომ…

მეტი...

ერდოღანმა და პუტინმა უკრაინის ომზე ისაუბრეს

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც  რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ორი ქვეყნის სამშვიდობო მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს. საურისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ პოზიტიური იმპულსი, რომელიც თურქეთში, მხარეებს შორის დაიძრა, უნდა შენარჩუნდეს. „პრეზიდენტმა ერდოღანმა ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტური მუშაობისა და უსაფრთხო ევაკუაციის განხორციელების მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ქმედებებს, რომ შეაჩეროს მოვლენების ისეთი მიმდინარეობა, რომელიც აზიანებს ყველას და უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა“, – აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. კრემლის ინფორმაციით კი პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს. დამატებითი განცხადება კი მოგვიანებით გაკეთდება.  

მეტი...

,,ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში ტყვია არ გავარდეს” – თეა წულუკიანი

თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ტყვია არ გავარდეს. ვიცე-პრემიერის განმარტებით, საქართველო რამდენჯერმე იყო რუსეთთან დაპირისპირების პირველი ფრონტი და მთავრობა, ქვეყანაში არსებული მშვიდობის შესანარჩუნებლად ძალებს არ დაიშურებს. “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ გავარდეს ტყვია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, აქ იგულისხმება როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, ასევე ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, არც ერთ ამ ადგილას არ მოხდეს დაპირისპირება. ვინაიდან, ჩვენ მოვდივართ ომებიდან, ჩვენ ვართ ის თაობები, ვინც ომები გამოვიარეთ და არა ერთი ომი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მეც ამ თაობის შვილი ვარ და მგონია,…

მეტი...

რუსი ოლიგარქი ადასტურებს, რომ თბილისში პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და  ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარს ეხება, რუსული მხარე კომენტარს აკეთებს. როგორც  რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი, ვლადიმერ ევტუშენკოვი „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. „ბოლოს, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან „ფეიკია“. საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს როდის, მგონი, მარტში. მიზანი არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას ჰკითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი. ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს.…

მეტი...

,,ვინც ომში ჩართვისკენ მოუწოდებს საქართველოს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მხოლოდ მტერია ამ ქვეყნის”- დიმიტრი ხუნდაძე

,,როგორც რუსეთი არ წყვეტს აღდგომის დღეებში უდანაშაულო უკრაინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ისე არ წყვეტს ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საკუთარ სახელმწიფოზე შეტევას – თუ ვინმეს გგონიათ, რომ ეს ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახორციელებთ, არ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ცდებით, ”- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. მისი შეფასებით, ოპოზიცია სახელმწიფოს შენებისა და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში ჩართვის ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. „თქვენც კარგად იცით, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა, საქართველო მაინც მიდის წინ. მიუხედავად მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიისა, ქართული ეკონომიკა…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილა. მთავრობის განკარგულებით, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ღირსეულად ჩასატარებლად, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობას იწყებს. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა. მთავრობამ ასევე გამოსცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 28 ფიზიკურ პირს, სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად,…

მეტი...

,,მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ვიტყოდი, რომ ჩვენ რუსეთზე ბევრად ძლიერები ვართ”- დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის ბირთვულ მუქარას მკაცრი პასუხი უნდა გასცეს. „პუტინი ყოველთვის იყენებს სიტყვა ბირთვულს, მაგრამ ეს არ მუშაობს, უბრალოდ არ მუშაობს. თუმცა, ის იყენებს ამ სიტყვას ყოველდღიურად“, – განაცხადა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინი ბირთვული ომის მიმართ შიშს იყენებს და ამიტომ, უფრო ხშირად იყენებს ბირთვულ მუქარას. „ბაიდენმა მას უნდა უპასუხოს, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო იარაღი და ისტორიაში საუკეთესო წყალქვეშა ძალა. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ვიტყოდი, რომ ჩვენ რუსეთზე ბევრად ძლიერები ვართ. ამიტომ აღარასოდეს უნდა გამოიყენონ სიტყვა „ბირთვული იარაღი“. და თუ ამას გააკეთებენ,…

მეტი...

,,გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი”- ნიკა მელია

„რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება, ნიკა მელია პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს. გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მეტი...

„ამ განცხადებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ”- ალეკო ელისაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. „ამ განცხადებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან ქვეყანას, რომელიც ომშია, დილიდან-საღამომდე იბომბება და დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ძალას იგერიებს, ლოგიკური სურვილი აქვს, რომ სიმძიმის ცენტრი სხვაგან გადავიდეს. ბუნებრივია, რომ დღე და ღამე ბრძოლაში რომ ხარ ჩართული, გინდა, ვინმე შეგეხიდოს, ბრძოლა გადანაწილდეს. ერთია, რა ლოგიკური სურვილები აქვს უკრაინის ხელისუფლებას და მეორეა, რა სურვილები გვაქვს ჩვენ. მათ ეს რომ უნდათ, გასაგებია, რადგან ჩვეულებრივ ვითარებაში არ არიან, მაგრამ გასაგებია, რომ ჩვენ ომში…

მეტი...

ზელენსკიმ ქართველი სამხედროები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ცოლ-ქმარი, გელა ბეგლარაშვილი და რუსუდან ივანეიშვილი დააჯილდოვა. აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და უანგარო ქმედებებისთვის,  სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის ათობით სამხედრო  დააჯილდოვა.

მეტი...

უკრაინაში შესაძლოა მარცვლეულის მოსავალი 20%-ით შემცირდეს

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მარცვლეულის მოსავლის 20%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. აღნიშნული ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უკრაინაში მოსავლის შემცირება საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი, ეკონომიკურად ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. უკრაინა მსოფლიოში სასოფლო სამეურნეო პროდუქციის სიდიდით მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია.

მეტი...

,,ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებისთვის თანადაფინანსებას მიიღებენ”- ნინო წილოსანი

„ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებისთვის თანადაფინანსებას მიიღებენ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. მცირე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის ახალი პროგრამით მოხდება ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა წარმოებისთვის საჭირო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და აგრარულ სამუშაოების მიმართულებით აქტივობის სტიმულირებისთვის“, – ამის შესახებ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით, ახალი პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს და 300 ათასზე მეტ ფერმერს დაეხმარება. „პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, სუბსიდირების მოცულობა განისაზღვრება 1 ჰა-ზე 300 ლარის ოდენობით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-მდე მიწის მესაკუთრეები და განსაკუთრებული…

მეტი...

„საკონცენტრაციო ბანაკი“ ქალაქ ვოვჩანსკში

ხარკოვის რეგიონულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც  რუსების მიერ ქალაქ ვოვჩანსკში „საკონცენტრაციო ბანაკის“ მოწყობის შესახებ გახდა ცნობილი. პროკურატურამ განაცხადა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას აწამებენ და ძალადობენ, როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური გზით. გავრცელებული ინფორმაციით, ბანაკი ქარხნის შენობაში არის განთავსებული. ხარკოვის რეგიონალური ადმინისტრაციის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა ასევე განაცხადა, რომ ოკუპანტებმა გაძარცვეს ქარხანა და მოპარული ინვენტარი რუსეთში წაიღეს. სანიეჰუბოვის განცხადებით, რუსებმა შექმნეს ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც ადამიანებს აწამებენ და აიძულებენ , შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს.

მეტი...

,,სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე და სხვებზე”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიციაზე, გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას აფასებს. კობახიძე მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის კანდიდატურა, სააკაშვილის მიერ მელიას თავიდან მოშორებას ემსახურება. “აქამდე მარგველაშვილი ფაქტობრივად “ნაცმოძრაობის” რიგითი წევრი იყო და რა თქმა უნდა, როდესაც რიგითი წევრობიდან ეგრევე თავმჯდომარე ხდები ეს არის სერიოზული დაწინაურება. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ისინი ძალიან უხდებიან ერთმანეთს. მათი მორალური ფასეულობები აბსოლუტურ თანხვედრაშია. გარდა ამისა, ეს არის იმ წინააღმდეგობების გაგრძელება რაც არის პარტიის შიგნით. როდესაც სუსტდება პარტია ასეთ დროს თავს იჩენს ხოლმე პარტიის შიგნით დაპირისპირებები. დიდი ხანია ვიცით რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე და სხვებზე და ბუნებრივია მას სურს მელიას…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ახალ მოძრაობას აფუძნებენ

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მის გადასარჩენად ერთიანდებიან. “პირველების” მიერ გავრეცელებული ინფორმაციით, 28 აპრილს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ახალ მოძრაობას” გადავარჩინოთ მიშა” დააფუძნებენ და საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. ორგანიზაციის გარშემო სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები გაერთიანდებიან და ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ. მიშა საჭიროებს ყველანაირ მხარდაჭერას, ჩვენ ვალდებულები ვართ ოჯახის წევრები ყველანაირად გვერდში დავუდგეთ. რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული – რეგიონებში გასვლა, უფრო აქტიური კომუნიკაცია ხალხთან, რომ უფრო მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი იყოს რომ ეს ადამიანი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ, დღეები არ ითმენს ნამდვილად უნდა გადავიყვანოთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ რომ მიშას შევუნარჩუნოთ სიცოცხლე”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი…

მეტი...

,,მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. “ჩემი შეფასებით, ეს რომ დაწყებულიყო, დაიწყებოდა მოგვიანებით. არც მოლდოვისა და არც, მით უმეტეს, საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც მე მეჩვენება, არ არის ჯერ მზად ასეთი გადაწყვეტილებებისთვის. რადგან მათთვის ომი ხომ არარეალურია. მათთვის, ეს სადღაც მართალია, საზღვრის გარეთ, ახლოს არის, თუმცა ეს არის საშინელება, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოჩენა მათ არ სურთ. ისინი არ არიან ამისთვის მზად არც პოლიტიკურად, არც სტატუციონარულად, ანუ ის გუნდი არაა; პრინციპში, ისინი არ არიან ომის ადამიანები. ამ…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილი ხდება

„რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხდება. შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად 15 აპრილს კიევში იმყოფებოდა. მარგველაშვილის განცხადებით, კიევში ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით გადაწყვიტეს.

მეტი...

ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კვლავ 0-ია

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 62 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 27 შემთხვევა, აჭარა – 2, იმერეთი – 13, ქვემო ქართლი – 2, შიდა ქართლი – 1, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.  

მეტი...

ვირუსით 62 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 4 576  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 104  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.35%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 375-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.35%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.13% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.05%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 104 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 108-მდე.  

მეტი...

გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს შეხვდება

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მოსკოვში ის თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. გუტერეშის სამუშაო შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც იგეგმება. მოსკოვის შემდეგ კი ის უკრაინაში გაემგზავრება, სადაც ზელენსკის შეხვდება.

მეტი...

,,უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება სჭირდება”- ჯენ ფსაკი

უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, ვაშინგტონში დისკუსიები გაიმართება. თეთრი სახლის პრეს სპიკერი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება სჭირდება. უკრაინის მხარდამჭერ ახალ პაკეტთან დაკავშირებით, ზუსტი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. “ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ რუსეთის ძალისხმევის გაფართოება. ეჭვგარეშეა, რომ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება სჭირდება. თავდაცვის მდივანი ოსტინი დღეს გერმანიაში იმყოფებოდა შეხვედრაზე, რათა განეხილა შემდგომი ნაბიჯები, რა არის უკრაინელების საჭიროებები, რადგან ომი გრძელდება. მათ ასევე ექნებათ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ეკონომიკური საჭიროებებიც. ამაზე დისკუსიები მიმდინარეობს. ჩვენ ვეცადეთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება დაგვეჩქარებინა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება თუ როგორი იქნება შემდეგი პაკეტი, ამის შესახებ დისკუსიები იქნება და რეკომენდაციებს პრეზიდენტი…

მეტი...

უკრაინა უკვე 5 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა

გაეროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, უკრაინა 5 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინა კიდევ 45 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. უკრაინიდან წასულთა 90%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ. ყველაზე მეტი, 2.9 მილიონი უკრაინელი პოლონეთში წავიდა. გარდა ამისა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 7 700 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია უკრაინის შიდა ტერიტორიაზე.

მეტი...

დონალდ ტრამპს დღეში 10 000 დოლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს

ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სასამართლოს უპატივცემულობის გამო დღეში 10 000 დოლარიანი ჯარიმა დააკისრა. ყოფილ პრეზიდენტს ჯარიმის გადახდა მანამ მოუწევს, სანამ სასამართლოს პატივისცემას არ დაადასტურებს და მის მოთხვონას არ დაემორჩილება. საუბარია სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენაზე, რაზეც ყოფილმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა. დავა კი კომპანია „ტრამპ ორგანიზეიშენ“-ის ფინანსურ საქმიანობას ეხება.  

მეტი...

“აწამეს, ძარცვავდნენ, სიკვდილით სჯიდნენ”- ზელენსკი რუსეთის სისასტიკეზე

„უკრაინის ყველა ქალაქსა და თემში რუსეთმა აჩვენა, რეალურად, რისი მოტანა სურს და რა შეუძლია ევროპაში – რა შეუძლია მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკს, ვილნიუსს, ვარშავას, პრაღას, ყველა იმ ქალაქსა და ქვეყანას, რომლებსაც რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები დიდი ხანია ღიად ასახელებენ მოსკოვის სავარაუდო მტრებად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შეტევა მრავალი მიმართულებით განახორციელა. „სარაკეტო დარტყმები, საჰაერო თავდასხმები, არტილერია, ტანკები – ყველაფერი! რუსეთის ჯარებმა არაფერი დაიშურეს, რომ დაგვხოცონ, უკრაინელები დახოცონ და ჩვენი მიწა გაანადგურონ. ორ თვეში მათ ჩვენ წინააღმდეგ 1100-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს. უთვალავი ბომბი და არტილერია. აწამეს, ძარცვავდნენ, სიკვდილით სჯიდნენ.…

მეტი...

უკრაინამ პოლონეთისგან ტანკები მიიღო

პოლონური მხარე ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინას ტანკები გაუგზავნეს. როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, უკრაინას სამხედრო ტექნიკა უკვე გადაეცა. პოლონური მხარე, უსაფრთხოების ზომებიდან და ტაქტიკიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებს რამდენ ერთეულ ტანკსა და სხვა შეიარაღებაზეა საუბარი. უკრაინა დასავლეთს ისევ სამხედრო შეიარაღებას სთხოვს. „იარაღი იარაღი და იარაღი“ – ეს სამი თხოვნა აქვს ომში მყოფ ქვეყანას.

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ არკადი კასრაძესა და ზაზა ბიწაძეს დღეს დაკრძალავენ, ალიკა ცაავას კი – შაბათს. სამივე ქართველი, 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლისას დაიღუპა. ცაავა და ბიწაძე, ოკუპანტებმა იმ დროს მოკლეს, როდესაც ისინი ბრძოლის ველიდან არკადი კასრაძის გამოყვანას ცდილობდნენ. რუსმა ოკუპანტებმა ქართველი მებრძოლების მანქანა ააფეთქეს.  

მეტი...

„ნახეთ, როგორ ექცევა ზელენსკი მოლაპარაკების პროცესს“ – რუსეთი მოლაპარაკების ჩაშლაში უკრაინას ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პროცესის ჩაშლაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ზელენსკი მოლაპარაკებას არასერიოზულად ექცევა. „რეალურად, უკრაინელ მომლაპარაკებლებს, ჩვენ, შეთანხმების განახლებული ვერსია გადავეცით  და ველოდებით მათ შემდგომ კომენტარს. ერთი კვირაა მათ ველოდებით. დაახლოებით 5 დღის უკან კი, ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არაფერი მიგვიღია, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებაო. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორ ექცევა ის მოლაპარაკებებს. თუმცა, ყოველთვის აცხადებს, რომ მშვიდობას ანიჭებს უპირატესობას. ნებისმიერ მოლაპარაკებაში, საბოლოოდ, ყველაფერი შეთანხმებით სრულდება, თუმცა, პარამეტრები განისაზღვრება სამხედრო მოქმედებების იმ სტადიით, რომელზეც ეს შეთანხმება რეალობად იქცევა“ – აცხადებს ლავროვი.

მეტი...

კიევში „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა

კიევში ღამის „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა. შეზღუდვა საღამოს 10-დან დილის 5 საათამდე, პარასკევის ჩათვლით იმოქმედებს. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პავლიუკის ინფორმაციით, „კომენდანტის საათის“ დროს აკრძალულია ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ტრანსპორტით ან ფეხით გადაადგილება. „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების უფლება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამუშაოებში ჩართულ პირებს აქვთ.  

მეტი...