ყველა ადამიანი ერთნაირი სისასტიკითაა მოკლული

იაბლონსკის ქუჩაზე 15 ცხედარი ვნახეთ. მათ ხელები გაკოჭილი ჰქონდათ, თავში კი  ნატყვიარი“ – აცხადებს ქალაქ ბუჩას ქალაქის სარიტუალო სამსახურის ხელმძღვანელი.

ამ დრომდე, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქს გვამებისგან წმენდენ. ერთ დიდ სასაფლაოდ ქცეული ქალაქი კატასტროფის წინაშეა.

„ვერ ვასწრებთ გვამების ამოღებას და დასაფლავებას. მინიმუმ კიდევ  20 მისამართი უნდა შევამოწმოთ, სადაც რა სურათი დაგვხვდება არავინ იცის. ბევრი ადგილობრივი საკუთარ ბაღებსა და ეზოებშია დამარხული. 350 ადამიანი უკვე დავკრძალეთ“- აცხადებს სარიტუალო სამსახურის თანამშრომელი.

ბუჩა სწორედ ის ქალაქია, რომელიც ოკუპანტებს ჰქონდათ დაკავებული. მას შემდეგ, რაც ის რუსის ჯარისგან გაიწმინდა, უკრაინელებს კატასტროფული ვითარება დახვდათ. ყველა ადამიანი ერთნაირი სისასტიკითაა მოკლული, ყველა ხელები აქვს შეკრული და დაჩოქილ მდგომარეობაშია. საუბარია სამოქალაქო პირებზე.

ხელები შეუკრეს, კედელთან დააჩოქეს, დაასახიჩრეს და შემდეგ დახოცეს – ოკუპანტების სისასტიკე უკრაინაში

მსგავსი თემები