უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშის ხმა ისმის

განგაში ჩაირთო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. სპეციალური გამაფრთხილებელი „სირენები“ მოსახლეობას მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ აფრთხილებს. აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს ინტენსიურ იერიშს უკრაინაზე. ისევ კრიტიკული ვითარებაა „აზოვსტალის ქარხანაში“, საიდანაც ვერც დაჭრილები გამოიყვანეს და ვერც გვამები გამოიტანეს.  

მეტი...

„შეაჩერეთ თავდასხმები“ – პაპი ფრანცისკე

„ვიმეორებ სააღდგომო ზავის შესახებ ჩემს მოწოდებას, რაც მშვიდობისთვის მზადყოფნის ყველაზე მცირე ხელშესახები ნიშანია. შეაჩერეთ თავდასხმები გადაქანცული ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად“- ასე მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეებს. როგორც პაპმა ბრძანა, უკრაინაში თავდასხმები უნდა შეჩერდეს. „შეჩერების ნაცვლად, ომი გაუარესდა. სამწუხაროა, რომ ქრისტიანებისთვის ამ უწმინდეს და საზეიმო დღეებში იარაღის ხმა  მეტად გვესმის, ვიდრე ზარების ხმა, რომლებიც მკვდრეთით აღდგომას გვაუწყებენ. ვიმეორებ, სააღდგომო ზავის შესახებ ჩემს მოწოდებას, რაც მშვიდობისთვის მზადყოფნის ყველაზე მცირე ხელშესახები ნიშანია. შეაჩერეთ თავდასხმები გადაქანცული ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად!“ – ბრძანა პაპმა.  

მეტი...

„არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება“ – ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთი მზაობას აცხადებს, რუსეთი ნებისმიერ ფასად დამარცხდეbა. როგორც ბრიტანეთის საგარეო მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, დასავლეთი არ მოისვენებს, სანამ პუტინი არ დამარცხდება. „ჩვენ ახლა, უკრაინაში პუტინის უკანონო ომის მე-3 თვეში შევდივართ. რუსეთმა საშინელი სისასტიკე ჩაიდინა მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობასა და ბავშვებს ოდესაში თავს დაესხა, მარიუპოლი კი – ალყაშია. ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს“, – აცხადებს ლიზ ტრასი.  

მეტი...

„ისეთი, როგორიც დღეს ვნახე, არასდროს მინახავს“ – მიხეილ სააკაშილი მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა

მეუფემ მიხეილ სააკაშვილს სანთლები და გარკვეული სააღდგომო ატრიბუტები მიუტანა. „მე არ ვარ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემფასებელი, მაგრამ, როგორიც დღეს იყო, ასეთი არასდროს მინახავს. კარგი იქნება, რომ რაღაც იყოს მიღებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. დასუსტებული იყო ძალიან, ძალიან სუსტად არის, ყველა დეტალს ვერ მოვყვები, მოკლედ, მისახედია“ – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

მეტი...

უკრაინაში სულ 213 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 213 ბავშვი დაიღუპა. აღნიშნული ციფრები საბოლოო არ არისა, რადგანაც, ბევრი ბავშვი დაკარგულად ითვლება და გარკვეულ ტერიტორიებს ისევ რუსები აკონტროლებენ, სადაც შესვლა შეუძლებელია. „რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის ორი თვის განმავლობაში უკრაინაში 602-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. ოფიციალური მონაცემებით, 24 აპრილის დილის მდგომარეობით, 213 ბავშვი დაიღუპა და 389-ზე მეტი დაშავდა“, – ვკითხულობთ პროკურატურის  ინფორმაციაში. პროკურატურის ანგარიშით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვისა შედეგად დაზიანდა 1500 სასწავლო დაწესებულება, მათგან 102 მთლიანად განადგურდა.  

მეტი...

ოკუპანტებმა ეუთოს წარმომადგენლები მძევლად აიყვანეს

ეუთოს ინფორმაცით, ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებზე მათი რამდენიმე თანამშრომელი რუსებმა მძევლად აიყვანეს. „ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ სპეციალური სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრს დონეცკსა და ლუგანსკში თავისუფლება აღუკვეთეს. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ არხს, რათა ხელი შეუწყოს საკუთარი პერსონალის გათავისუფლებას“, –  აცხადებს ეუთოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, დეიდრა ბრაუნი. მისივე ინფორმაციით, რუსეთი მისიის სხვა პერსონალსაც ემუქრება. „რომ დონბასში რუსეთის მარიონეტები ემუქრებიან მისიის პერსონალს, აღჭურვილობას და ობიექტებს. რუსულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის პერსონალი“, – აცხადებს  ბრაუნი.  

მეტი...

სიკვდილი ან დანებება – რუსეთის გზავნილი უკრაინას

ოკუპანტი რუსეთი უკრაინის ბოლომდე განადგურებით იმუქრება. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს, რუსეთი  უკრაინის აღმოსავლეთის დეპოპულაციას ცდილობს. „გზავნილი, რომელსაც ისინი გვითვლიან, მკაფიოა. თუ დანებდებით, როგორც ყირიმის შემთხვევაში იყო 2014 წელს, არაფერი დაგემართებათ. თუ წინააღმდეგობას გაგვიწევთ,  როგორც დონბასისა და უკრაინის აღმოსავლეთის შემთხვევაშია, თქვენ განადგურდებით, არ აქვს მნიშვნელობა სამხედროები ხართ თუ მშვიდობიანი მოქალაქეები. დანებდით ან განადგურდებით.  ესაა მათი გზავნილი“ – აცხადებს  მილოვანოვი.  

მეტი...

ვირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 92 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 46 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 11, ქვემო ქართლი – 1, შიდა ქართლი – 4, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 2, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.    

მეტი...

ვირუსით 92 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 6 708 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 92 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 241 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.37%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 255. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.20% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.15%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 241 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 791.

მეტი...

ოკუპანტებმა უკრაინიდან ბულგარეთის კონსული გაიტაცეს

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლიდან ბულგარეთის კონსული გაიტაცეს. აღნიშნულ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ადასტურებს. „მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ჩემი კოლეგა გაიტაცეს, ახლა 29 მათგანი ოკუპანტის ციხეებში იმყოფება. რაც შეეხებათ აქტივისტებსა და ბიზნესმენებს,  ოკუპანტების იტაცებენ ყველას, ვისაც საკუთარი აზრი და პატრიოტული განწყობები აქვს. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლიდან ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს“, – აცხადებს ფედოროვი.  

მეტი...

„ილოცეთ მუდამ, რაც ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს“ – პატრიარქი

„მოციქული გვარიგებს, – ილოცეთ მუდამ  (1 თეს. 5,17), რაც ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას“ – ბრძანებს საქართველოს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში და მრევლს მარტივი ლოცვის – „უფალო, შეგვიწყალენ“ წარმოთქმისკენ მოუწოდებს. „უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისგან გამომხსნელი“. იგი სულიერი სიბრძნის დასაწყისია, რადგან ამ მადლის მქონეთ ეძლევათ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი, უნარი გონივრული ნაბიჯების გადადგმისა და მშვიდობისმყოფლობისა, მოყვასის სიყვარულისა და მისთვის თავდადებისა. ღვთის შიში სხვა შიშებისაგანაც  ათავისუფლებს ადამიანს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას უადვილებს, რადგან იგი განსაცდელსა და მწუხარებას მისთვის საჭირო მწარე,…

მეტი...

„სხეულის დაფვლა მიწაში და სტიქიონებად დაშლა ჩვენი არსებობის შეწყვეტას არ ნიშნავს“ – სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე ხორციელი ცხოვრების სულიერში გადანაცვლების საკითხსაც ეხება. როგორც პატრიარქი ბრძანებს,  სხეულის დაფვლა მიწაში და სტიქიონებად დაშლა ჩვენი არსებობის შეწყვეტას არ ნიშნავს. ზოგადად, შიში, როგორც გადარჩენის ინსტიქტი, კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრია, ყველაზე ძლიერი კი სიკვდილის შიშია, რაც ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან სულისა და ხორცის გაყრასთან არის დაკავშირებული და მათი ერთობის დამრღვევია. თუმცა ქრისტეს მორწმუნეთ იციან, რომ  სხეულის დაფვლა მიწაში და სტიქიონებად დაშლა ჩვენი არსებობის შეწყვეტას არ ნიშნავს,  არამედ ეს პროცესი  აუცილებელია, რათა სხეული განახლებული სახით აღდგეს. ზოგიერთ ადამიანს უჭირს…

მეტი...

„პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს, ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს“ – პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

„დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის“ – ბრძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე მსოფლიოში მიმდინარე ომებსაც ეხება და ყველას ლოცვისკენ მოუწოდებს. „ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ (დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათადმი), რათა დაიძლიოს ბოროტება. უდიდეს გულისტკივილს…

მეტი...

“ეს არის გარდაუვალი ომი საკუთარ თავთან, რაც აუცილებლად მოუწევს ყველას, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს” – პატრიარქის ეპისტოლე

„ჩვენთვის რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მოეპოვებინა, მაცხოვარმა  უდიდესი დამცირება, ცილისწამება და ტანჯვა დაითმინა და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებით  გამოგვიხსნა ჯოჯოხეთის ტყვეობისგან“ – ბარძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში არაერთ საკითხს ეხება. მათ შორის, გამეფებულ ბოროტებას, რომელც დასაძლევია. „მართალია, ქრისტეს აღდგომით ბოროტება შეიმუსრა, მაგრამ  განწმენდისა და ცოდვის ბიწისაგან გათავისუფლების პროცესი სულიერი ღვაწლითა და მრავალი განსაცდელის ღირსეულად დათმენით ყველამ პიროვნულადაც უნდა აღვასრულოთ, – უნდა ძალისამებრ ჩვენისა განვაახლოთ შემოქმედის ხატება და მსგავსება ჩვენში (ანუ  შინაგანად შევძლოთ აღდგენა იმისა, როგორადაც შეგვქმნა უფალმა),…

მეტი...