ფასები კატასტროფულად იზრდება – მარტში, ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა

სტატისტიკით, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 2.5%-ით გაიზარდა. ფასები ყველაფერზე მომატებულია. მატება მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მტკივნეული კვების პროდუქტებზე აღმოჩნდა.

მაგალითად, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასი  27%-ითაა გაზრდილი; მინერალური და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალური წვენებზე –  24.6%; პურსა და პურპროდუქტებზე – 23.5%; შაქარსა და  ტკბილეულზე  20%; თევზეული  – 19%; ხილი – 16.8%;  რძე, ყველი და კვერცხი – 15.3%; ხორცსა და ხორცის პროდუქტზე კი – 10.5%.

მსგავსი თემები