„პუტინმა მთელ ევროპას ცეცხლი წაუკიდა“ – პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციებს „ლატარეას“ უწოდებს. როგორც მატეუშ მორავიეცკი  აცხადებს, უმძიმესი ვითარების მიუხედავად, ევროპა ისევ მსჯელობს. „ყოველდღე ასიათასობით უკრაინელი იღვიძებს იმის შიშით, დაფრინავენ თუ არა რუსული თვითმფრინავები მათ სახლებზე. ევროპაში კი ლატარიაა გამართული. ჯერ ხმებს გამკაცრებულ სანქციებს აძლევენ, მეორე დღეს კი ხმას აძლევენ, რომ არ გაიზარდოს. პუტინმა მთელ ევროპას ცეცხლი წაუკიდა და ევროპას ის აინტერესებს, იქნება თუ არა საკმარისი სახანძრო საბნები“, – განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

მოსახლეობის გამოსაყვანად, თურქეთი უკრაინას გემებით დაეხმარება

თურქეთი მზადაა, უკრაინიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გემებით გაიყვანოს. თურქეთი უკრაინას გემებს მარიუპოლის ნავსადგურთან მიიყვანს, საიდანაც ლტოლვილებს სხვა ქვეყანაში გადაიყვანს.   მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, უკრაინიდან გემებით დაჭრილებსაც გაიყვანენ. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუს აკარმას განცხადებით, თურქეთი აღნიშნულ საკითხს უკრაინასთან და რუსეთთან აგვარებს. „ანკარას მზადყოფნა ევაკუაციის პროცესის მხარდასაჭერად თურქეთში რუსეთის სამხედრო ატაშეს გადაეცა, რომელიც ჩვენს თავდაცვის დეპარტამენტში იყო მიწვეული. ინიციატივა ასევე გადაეცა რუსულ მხარეს“ – განაცხადა მინისტრმა.  

მეტი...

„გამოუშვას მიშა“ – ბუბა კიკაბიძე პრეზიდენტს

მომღერალმა და „ნაცონალური მოძრაობის“ წევრმა ბუბა კიკაბიძემ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულა. როგორც ციხიდან გამოსულმა კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიშა სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს. „ჩვენ უკრაინაზე ვილაპარაკეთ. ჩვენი პარლამენტი ელოდება მოიგებს თუ არა პუტინი კიევში. თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, იმიტომ, რომ უპატრონობაა“,- განაცხადა მან ჟურნალისტებთან.  

მეტი...

რუსეთი აფხაზეთის მიერთებისთვის ემზადება, პირველი ნაბიჯი გადადგმულია – ბიუჯეტის მხოლოდ 15% დაუტოვეს

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ეკონომიკურადაც იმონებს. კერძოდ, თუ „სამხრეთ ოსეთის“ ბიუჯეტის 85% რუსეთიდან ივსებოდა, ამჯერად რუსეთი მხოლოდ 15%-ს დააფინანსებს. ანალოგიური ხდება აფხაზეთთან მიმართებაშიც. როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, სწორედ ეს არის ერთ-ერთი გზა, როგორ მოქმედებს რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შემოვლითი გზებით. „რუსეთი აფხაზეთთან მიმართებაში  მოქმედებს შემოვლითი გზებით. მას არსად ეჩქარება, აფხაზეთს მაინც ისე აკონტროლებს, როგორც უნდა. ის ქმნის სამართლებრივ წინაპირობებს, რომ აფხაზეთი მიიერთოს. გეტვით, როგორ იყენებს ის აფხაზეთის დამორჩილებისთვის ეკონომიკურ ბერკეტებს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გააჩაღა და სანქციები ძალაში შევიდა, აფხაზეთსაც…

მეტი...

ქალი, რომელმაც მეგობარ მამაკაცს, პარკში ყელი გამოჭრა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს 17 წლის ქალი, რომელმაც ახალგაზრდა, მეგობარ მამაკაცს ყელი გამოჭრა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ს.ყ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარ მამაკაცს – 1997 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა“ – აცხადებენ…

მეტი...

„მოგვეცით საბჭოთა თვითმფრინავები, მომეცით რაიმე, რითაც ჩემი ქვეყნის დაცვა შემიძლია“, – ზელენსკი

„ნატო-ს ჩვენი მიღება არ სურს. ვფიქრობ, ეს შეცდომაა“ – აცხადებს პრეზიდენტი  ზელენსკი და მსოფლიოს ისევ იარაღს სთხოვს. „მოგვეცით რაკეტები, მოგვეცით თვითმფრინავები. თქვენ ვერ გადმოგვცემთ F-18-ებს, ან F-19-ებს, მაგრამ მოგვეცით ძველი საბჭოთა თვითმფრინავები. მომეცით რაიმე, რითაც ჩემი ქვეყნის დაცვა შემიძლია“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. პრეზიდენტი, იარაღით მომარაგებასთან ერთად, ალიანსის წევრობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ნატოს სურვილი ცხადია. „ნატო-ს ჩვენი მიღება არ სურს. ვფიქრობ, ეს შეცდომაა, რადგან ნატო-ში რომ შევიდეთ, ალიანსს ბევრად გავაძლიერებდით. ჩვენ სუსტი სახელმწიფო არ ვართ. ჩვენ არ ვთავაზობთ ჩვენს გაძლიერებას ნატო-ს ქვეყნების ხარჯზე, ჩვენ ვართ დამატებითი, მამოძრავებელი ძალა. ვფიქრობ,…

მეტი...

8 წლის ბავშვი სიკვდილს ებრძვის, მძღოლს, ვინც მას დაეჯახა,  ნარკოტიკების მოხმარება დაუდასტურდა

„ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მძღოლს მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ შეჯახების მომენტში არ იმყოფებოდა, ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ. მის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა“ – აცხადებს საქმის პროკურორი. 8 წლის ბავშვის მდგომარეობა კი ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. მას 5 ოპერაცია ჩაუტარდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. შემთხვევა კი თბილისის ცენტრში, შარტავას ქუჩაზე მოხდა. 8 წლის ბიჭი საკუთარი სახლის წინ, გაჩერებაზე იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა. ამ დროს, გაჩერებაზე, ტროტუარზე სწრაფად მიმავალი ავტომანქანა შევარდა, რომელმაც ბავშვი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ბრალ­დე­ბუ­ლი, 37 წლის და­ვით ჯა­ლა­ღო­ნი­ა დაკავებულია, მას პატიმრობა შეუფარდეს. შსს-ს ინფორმაციით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ…

მეტი...

ბანკზე თავდამსხმელებს 6-დან 9 წელამდე პატიმრობა ემუქრებათ

აფრიკის დასახლებაში, „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ჟ. დაკავებულია. მათ 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. როგორც შსს-ში აცხადებენ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს, საღამოს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიჭრნენ. ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცეს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა. ორივე თავდამსხმელი მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ბრალდებულებმა ბანკის ტერიტორიის დატოვება მოახერხეს, ჩასხდნენ იქვე მდგომ ავტომობილში და იარაღის მუქარით აიძულეს მძღოლი,…

მეტი...

ვირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 751 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა – 12, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 13, გურია -17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი -6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

მეტი...

ვირუსით 352 ადამიანი დაინფიცირდა

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 343 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.03%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 649 005-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.44%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 627 366-მდე.

მეტი...

ბათუმში არჩევნების შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი

ცესკოს განცხადებით, ბათუმში არჩევნების შედეგები ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი, რადგანაც, ხმების დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება. „დღეს საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევენ. კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს და საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილია ყველასათვის ხელმისაწვდომი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე, ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. კენჭისყრა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებებით მიმდინარეობს, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ვე საარჩევნო უბანზე, პირველად ხორციელდება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაცია შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებით. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიებში, ბათუმში…

მეტი...

100 000-მდე დოზა „ფაიზერს“ ვადა გაუვიდა, ახალი დოზები კი ჯერ არ გვაქვს

პირველ აპრილს „ფაიზერის“ ძვირადღირებულ ვაქცინებს ვადა გაუვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 100 000-მდე დოზა ვაქცინა გაფუჭდა. ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში „ფაიზერით“ აცრის შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან, ხალი ვაქცინა ჯერ არ შემოსულა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვადაგასული ვაქცინების გადათვლა და ამოღების პროცესი დაწყებულია. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ კი „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესში წყვეტა არ იქნება და „ფაიზერის“ აცრა რამდნიმე დღეში ხელმისაწვდომი იქნება.  

მეტი...

ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ სათანადოდ იმოქმედებს

რუსეთის მხრიდან უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება დღის წესრიგში ისევ დგას. რუსეთის ცალკეული თანამდებობის პირები აღნიშნულ საკითხს პერიოდულად ახსენებენ და განმარტებებსაც აკეთებენ, რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს. სათანადო გზავნილს ავრცელებს თეთრი სახლიც, სადაც ამბობენ, რა მოქმედებებზე გადავლენ საჭიროების შემთხვევაშ. „ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სათანადო საბრძოლო მასალებსა და აღჭურვილობას აწვდის იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ქიმიურ, ან ბიოლოგიურ იარაღს განათავსებს“ – აცხადებს  თეთრი სახლის პრესმდივანი. ჯენ ფსაკიმ ასევე განმარტავს, რომ  რუსეთი,  შესაძლოა, გეგმავდეს „ცრუ დროშის“ ოპერაციას, რომ „ამ ტიპის“ თავდასხმისთვის შესაბამისი პირობები მოამზადოს.    

მეტი...

„ქვეყნის აღმოსავლეთში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტის ჯარები უკრაინაში ახალი დარტყმისთვის ემზადებიან. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ვეყნის აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მძიმეა. „რუსი ჯარისკაცები გადაჰყავთ დონბასში, ხარკოვის მიმართულებით. ისინი ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან. ვემზადებით კიდევ უფრო აქტიური თავდაცვისთვის. ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, თუმცა,  რთული ბრძოლები გველოდება. ყველაფრის მიუხედავად, საკმაოდ მალე,  ყველა დაინახავს ყველა იგრძნობს, რომ მშვიდობა დგება“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მეტი...