ისანში „დირსის“ კორპუსში მკვლელობა მოხდა, დაჭრილია კიდევ 3 ადამიანი

ისანში, “დირსის” დასახლებაში მეზობლებს შორის შელაპარაკება მოხდა. ერთმა თავდამსხმელმა კი ცივი იარაღით 4 ადამიანი დაჭრა და მიიმალა. 4-დან ერთი დაჭრილი, მოზარდი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თავდამსხმელი იდენთიფიცირებულია და მიმდინარეობს მისი დაკავების ოპერაცია. დაჭრილები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ შორისაა მამა-შვილი. დაჭრილები ინგოროყვას კლინიკასა და „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ერთი დაჭრილი სწორედ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მეტი...

ვლადიმერ პუტინი იმუქრება, რომ ამოცანა აუცილებლად შესრულდება

რუსეთის პრეზიდენტი უკან დახევას არ აპირებს. მეტიც, როგორც პუტინი აცხადებს, დონბასსა და უკრაინაში სპეცოპერაციის ყველა ამოცანა აუცილებლად შესრულდება. „უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასსა და უკრაინაში აუცილებლად შესრულდება, რათა ისტორიულ პერსპექტივაში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ყირიმისა და მთელი ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის მშვიდობის გარანტია შევქმნათ“ , – ასეთია პუტინის გზავნილი. პრეზიდენტის განცხადებით, რუსმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა აღკვეთეს რეალური საფრთხე, რომელიც რუსეთისკენ მოედინებოდა. „როდესაც რუსეთი კეთილგანწყობით, მეგობრულად, ძმურად მიუდგა უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, მაშინ, რა თქმა უნდა, გამოვდიოდით იქიდან, რომ ეს იქნებოდა მეგობრული სახელმწიფო. , ახალ ისტორიულ პირობებში ისტორიული…

მეტი...

ბრიტანეთი დასავლეთს მიმართავს, უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გაუგზავნონ

დიდი ბრიტანეთი უკრაინის მეგობარ ქვეყნებს მიმართავს, მორიგი მხარდაჭერა გამოიჩინონ და ომში მყოფ ქვეყანას შეიარაღებით დაეხმარონ. როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, საჭიროა სამხედრო თვითმფრინავები და სხვა მძიმე შეიარაღება. „უკრაინის ბედი სასწორზეა.  თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, უამრავი შემდგომი უბედურება იქნება მთელ ევროპაში და საშინელი შედეგები მთელ მსოფლიოში. ჩვენ აღარასდროს ვიგრძნობთ თავს დაცულად. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიანი პერსპექტივისთვის და გავაორმაგოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის დასახმარებლად“, – აცხადებენ ბრიტანეთის საგარეო უწყებაში.  

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სააკაშვილი საქართველოში ომის დასაწყებად ჩამოვიდა

,,მე, როგორც მთავრობის მეთაურს მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, ბევრი რამ ითქმის საჯაროდ და უფრო მეტი არ ითქმის საჯაროდ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით,  არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი  უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის. „მე რაც ვუთხარი ჩვენს ხალხს და თქვენ, ამაზე ვარ პასუხისმგებელი, რომ იყო განზრახვა მეორე ფრონტის გახსნის. ჯერ კიდევ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში , სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა…

მეტი...

,,არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი მეორე ომი საქართველოში არ იქნება”- ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა  ჟურნალისტებთან რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ  ომის საშიშროებაზე ისაუბრა. „მე ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომლებსაც სურდათ ომი ჩემს ქვეყანაში, თქვენს ქვეყანაში და ჩვენი ხალხის მოკვლა, გაუბედურება და განადგურება ქვეყნის. მე ვპირდებით მათ, რომ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი მეორე ომი საქართველოში არ იქნება. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება“ , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

კორპუსს ხანძარი გაუჩნდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი

ვაზისუბანში, უბედური შემთხვევა მოხდა. საცხოვრებელი კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ბინაში მაცხოვრებელი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ხანძარი 18 სართულიანი კორპუსის 11-ე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე მაშველები იმყოფებიან. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.  

მეტი...

,,კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, ასე უპასუხა : ,,კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ.”  აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა, გრუშევსკის სახელობის სკოლაში გააკეთა, სადაც უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეებს შეხვდა.

მეტი...

,,პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები”- ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე

,,მე არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები,” – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პატიმრებთან დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ პენიტენციურ დაწესებულებას უნდა მიმართონ. „მე არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები. არსებობს შესაბამისი უწყება, პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც, შეგიძლიათ, ნებისმიერი კითხვით მიმართოთ“, – აღნიშნა პრემიერმა. „ადამიანი კარგავს კუნთს“ – კონსილიუმის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

მეტი...

„ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, მეორე მარიუპოლს მოაწყობდა“ – პრემიერ-მინისტრი

„მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების დამწუხრებით გაკეთებული განცხადებები, რომ ჩვენ, ქართული ხელისუფლება არ ვართ ომისთვის მზად და ამას სააკაშვილი გააკეთებდა. ჩვენ ეს კარგად ვიცით, დღეს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო სააკაშვილი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, ნამდვილად არსებობდა სურვილი, რომ საქართველოში  მეორე ფრონტი გახსნილიყო. „მას შემდეგ, რაც მე, ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით, მათ შორის ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ არანაირი, არავითარი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება საქართველოში, დაიწყო ამ უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი. გახსოვთ ჯერ კიდევ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ რაღაც ბრალდებები რძეზე, ყველზე, ახლა…

მეტი...

,,არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ არც ერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის  ავლისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიცია. „მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული პოზიცია – საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არალეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

პრემიერს არ სჯერა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმი ჩატარდება

„მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას რა თქმა უნდა გაგრძელება არ ექნება.თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად. ვუყურებთ რა ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებული, ამისთვის საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვიყოთ მათთან მჭიდრო კოორდინაციაში და მუდმივად გავცვალოთ ინფორმაციები ამის თაობაზე, – აცხადებს პრემიერ მინისტრი ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები არა ერთხელ გაჟღერებულა. „მსგავსი განცხადებები არა ერთხელ მოგვისმენია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არა ერთი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ, მათ შორის, იგივე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდანაც. არაერთი ინფორმაცია…

მეტი...

,,მათი ამოცანა იყო და არის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია, არის ავთენტური საუბარი, არ არის ავთენტური,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.   პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია  ასეთ საუბრებსა და ჩანაწერებზე სპეკულირება და მითუმეტეს სერიოზული კომენტარის გაკეთება.   „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი და იდეა მდგომარეობს და მათი ამოცანა იყო და არის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება. არიან რა, ისინი გამწარებულები და სასოწარკვეთილები, მსგავსი რაღაც სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მე,…

მეტი...

,,მე მართლაც მომმართა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, კარგად მოგეხსენებათ, გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, თუ რას გულისხმობდა, ”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, შეხვდა თუ არა რუს ბიზნესმენ უზდენოვს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგი რუს ბიზნესმენს არ შეხვედრია და ამ ამბის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. „მე მართლაც მომმართა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ მე ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესსექტორთან. როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში დავით ხიდაშელის მოწვევით…

მეტი...

„ამ ადამიანს დაემართა პოსტ ტრამვული სტრესული აშლილობა, რომელიც ღრმავდება“ – ექიმი სააკაშვილზე

„იმ პირობებში, სადაც მიხეილ სააკაშილი ამჟამად იმყოფება, მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელი იქნება“ – წერენ ექიმები სამედიცინო დასკვნაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მომზადდა. კონსილიუმის წევრები ჟურნალისტებს ხვდებიან და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნას აცნობენ. „ანორექსია არ არის ვირუსული დაავადება, რომელიც შეიძლება ადამიანს ისე დამემართოს. ანორექსიის ცენტრები არც საქართველოში არსებობს და არც მსოფლიოში. ანორექსია არის იმ სტრესის შედეგი, რომელსაც ადამიანი არსებულ გარემოში იღებს. ამ ადამიანს დაემართა პოსტ ტრამვული სტრესული აშლილობა, რომელიც ღრმავდება იმ პირობებში, სადაც იმყოფება. მისი მდგომარეობა დღეს არის ქრონიკული, რომელიც შეიძლება ძალიან მალე გამწვავდეს. ეს სტრესი მას სხვაგან გადაყვანით…

მეტი...

5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება

მიმდინარე წელს ხუთი წლის ასაკიდან ბავშვების აცრა დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდები „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ სპეციალური დოზებით აიცრებიან. „5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის, განსხვავებული ვაქცინაა საჭირო. მიმდინარე პერიოდში, „ფაიზერთან“ გვაქვს მოლაპარაკება, რომ მოგვაწოდონ ეს ვაქცინები და მოკლე ხანში გახდება ხელმისაწვდომი. მშობლების გარკვეული ჯგუფი უკვე მოგვმართავს და ითხოვს ვაქცინაციას ბავშვებისთვის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და მათთვის ეს ვაქცინა მალე იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მეტი...

„ადამიანი კარგავს კუნთს“ – კონსილიუმის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი ექიმთა კონსილიუმი მედიას ხვდება და  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს აცნობს. როგორც კონსილიუმის წევრები აცხადებენ, სახეზეა ყველა ის სიმპტომი, რომელიც ზოგადი შიმშილობისთვისაა დამახასიათებელი. „კუნთოვანი მასა გაუნახევრდა. ცილას რადგანაც არ იღებს, ადამიანი უკვე კარგავს კუნთს, იმ საშენ მასალას, რითაც ორგანოებია აშენებული. უკვე 8 კილო დაიკლო და აქედან, ძირითადი არის კუნთოვანი მასა, რაც საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია. თვეში 8 კილო პროტეინული მასის კარგვა თუ გაგრძელდა, ძალიან ღრმა ნუტრიციის ფაზაში გადავა. ასევე, გამოხატული ჰქონდა ვიტამინების დეფიციტი და ეს იგივე რჩება. რადგანაც არ იღებს არც ვიტამინებს და არც ხორცის პროდუქტებს,…

მეტი...

„სახეზეა ცილოვანი შიმშილი, მდგომარეობა გაუარესებულია“ – კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა წარმოადგინა. კონსილიუმის წევრები ჟურნალისტებს ამ წუთებში ხვდებიან და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. როგორც კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა,  თენგიზ წულაძემ განაცხადა, სახეზეა ცილოვანი შიმშილი. მის ჯანმრთელობაზე კი პასუხისმგებელია სახელმწიფო. კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. „პაციენტი ინელებს საკუთარ თავს. ის ცილები, რომელიც მას არ მიეწოდება გარედან და ვერ იღებს ამ ცილებს, კუნთოვანი მასა საგრძნობლად მცირდება ამ დროს. ამიტომაა მდგომარეობა გაუარესებული. ჩემი აზრით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტ ტრამვული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რომელმაც საბოლოოდ მოგვცა ანორექსია.…

მეტი...

„არ გახსნათ ეს ბმული“ – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს, არ გახსნან ბმული, რომელსაც ისინი „Datacomm“-ის სახელით მიიღებენ. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება უკვე დაწყებულია. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, როგორც სატელეფონო კონსულტაციის ფარგლებში, ისე ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელის მეშვეობით შეტყობინებით მომართა არაერთმა პირმა, რომლებიც უთითებენ იდენტური შინაარსის გარემოებებზე. კერძოდ, მათ „Datacomm“-ის სახელით მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც მითითებულია მათი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ბმული (ე.წ. „ლინკი“). პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ „Datacomm“-ის სახელით მსგავსი შინაარსის მიღებულ შეტყობინებებში მითითებული არასანდო ბმულის (ე.წ. „ლინკის“) გახსნისაგან, რადგან ბმული…

მეტი...

არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა ორმაგდება

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, წარმატებით ახორციელებს სატრანსპორტო პოლიტიკას და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს დედაქალაქში თანამედროვე, ევროპული ტიპის სატრანსპორტო სისტემა დაინერგოს“ – აცხადებს პარლამენტის წევრი ბექა დავითულიანი და ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრობს. სატრანსპორტო რეფორმის სრულყოფის მიზნით და ამ სფეროში წესრიგის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისთვის, თბილისის მერიის ინიციატივით და პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი შემუშავდა, რომლის თანახმად, ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის ჯარიმების რაოდენობა იზრდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ფეხით მოსიარულეების, შშმ პირების, ველოსიპედებითა და ელექტროტრანსორტით მოსარგებლე მოქალაქეების უფლებების დაცვის მეტი გარანტიის უზრუნველყოფას გამოიწვევს, რაც პირდაპირპროპორციულ გავლენას მოახდენს…

მეტი...

ავსტრია რუსული გაზის იმპორტისთვის რუბლებში ანგარიშსწორებას არ აპირებს

ავსტრიის კანცლერი რუსული ბუნებრივი აირის იმპორტისთვის რუბლებში ანგარიშსწორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ კარლ ნეჰამერი სოციალურ ქსელში წერს. „ვიდრე აქ, რუსული პროპაგანდის ყალბი ამბები გავრცელდება. რა თქმა უნდა, OMV განაგრძობს რუსეთიდან გაზის მიწოდებისთვის ევროში ანგარიშსწორებას. ავსტრია მტკიცედ მიყვება ევროკავშირის ერთობლივად შეთანხმებულ სანქციებს“, – წერს ავსტრიის კანცლერი. მანამდე, „ბიბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას დათანხმდა. როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია წერს, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა განაცხადა.

მეტი...

კოვიდკლინიკების დირექტორები ფინანსურ დანაშაულს ჩადიოდნენ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კოვიდკლინიკების უმრავლესობა სახელმწიფოს მიერ, გამოყოფილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა. მინისტრის ინფორმაციით, არასწორად ნაწილდებოდა ექიმებისთვის განკუთვნილი სახელფასო დანამატები და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტული კლინიკების დირექტორები ფინანსურ დანაშაულს ჩადიოდნენ. ,,დანაშაულს ჩადიოდნენ, როცა ექთნებს და ექიმებს სახელმწიფოს მიერ გადახდილ დანამატებს არ აძლევდნენ. სამწუხაროდ, არის რამდენიმე კლინიკაში შემთხვევა, როდესაც დირექტორები და მოადგილეები 5-ჯერ 10-ჯერ იზრდიდნენ ყოველთვიურ ხელფასებს მათ ხარჯზე და სახელმწიფოს ხარჯზე. ინფექციის კონტროლის ხარვეზებთან, ფინანსურ პრობლემებთან, პროტოკოლის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით როცა გვექნება საერთო სურათი, დავასახელებთ კონკრეტულ კლინიკებს. დანაშაულს თუ ვინმე ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, რომ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების…

მეტი...

„კლინიკებში პაციენტების რაოდენობას ხელოვნურად ზრდიდნენ“ – მინისტრს ეჭვი აქვს, რომ კორონავირუსისთვის გამოყოფილი თანხები გაიფლანგა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შემოწმების შედეგად დასტურდება, რომ კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა, რისი საჭიროებაც არ იყო. როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, პროტოკოლის დამრღვევი კოვიდკლინიკების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გამოქვეყნდება, როცა სამინისტროს საერთო სურათი ექნება და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. „ ჩვენ იანვრიდან მოყოლებული აქტიურად ვაკვირდებოდით კლინიკებში დატვირთულობას. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლების 10-12 ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდა კლინიკებში. იქ არის მკაცრი მიღების კრიტერიუმები, რა კრიტერიუმის მიხედვითაც უნდა მიეღო კლინიკას პაციენტი და ასევე არის გაწერის კრიტერიუმებიც. სამწუხაროდ, არცერთი კრიტერიუმი არ სრულდებოდა და ხელოვნურად…

მეტი...

,,რუსეთის კიდევ ერთი მცდელობაა, გამოიყენოს გაზი შანტაჟის ინსტრუმენტად”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გმობს რუსული „გაზპრომის“ მიერ, გაზის მიწოდების შეწყვეტას პოლონეთისა და ბულგარეთისთვის. „გაზპრომის“ განცხადება, რომ ის ცალმხრივად აჩერებს გაზის მიწოდებას ევროპაში, რუსეთის კიდევ ერთი მცდელობაა, გამოიყენოს გაზი შანტაჟის ინსტრუმენტად. ეს გაუმართლებელი და მიუღებელია. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის, როგორც გაზის მიმწოდებლის არა სანდოობას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის ამ სცენარისთვის და აგრძელებს მუშაობას გაზის ალტერნატიული მიწოდების უზრუნველსაყოფად.

მეტი...

,,არესტოვიჩის ამოცანაა, საქართველო ომში ჩაებას”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით,  ალექსეი არესტოვიჩს საქართველოს ომში ჩაბმა სურს. საუბარია, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის იმ განცხადებაზე, სადაც არესტოვიჩი აღნიშნავს: „საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს“. „ეს ნიშნავს იმას, რომ არესტოვიჩის განცხადებები უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. მე მგონი, მას უკვე საერთოდ აღარ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ძალიან ნათელია, რა არის მისი ამოცანა. მისი ამოცანაა, საქართველო ჩაებას ომში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენი კაცია გაყვანილი ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, რამდენი ტანკია იქ დარჩენილი და ამისთვის არესტოვიჩის მითითებები ნამდვილად არ…

მეტი...

ამირან გამყრელიძე გვამშვიდებს, რომ ქვეშტამი „ომიკრონზე“ ძლიერი არ არის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „ომიკრონის“ ქვეშტამი, „ომიკრონზე“ ძლიერი არ არის. მისივე შეფასებით, ახალი შტამი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, შეშფოთების მიზეზი არ უნდა გახდეს. “მუტაცია მუდმივად მიმდინარეობს. ახალი ვარიანტი რეალურად ახალი არ არის, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს შემაშფოთებელი სახელი. რაც კორონავირუსი გაჩნდა ასობით მუტაცია დაფიქსირდა, იქიდან შეშფოთების საგანი თითზე ჩამოსათვლელი გახდა. ის არ არის იმაზე რთული, ვიდრე „ომიკრონი“ – აღნიშნა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა და ის ბავშვებში უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე მოზრდილებში.  

მეტი...

ავსტრია რუსული გაზის საფასურს რუბლებში გადაიხდის

ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერის განცხადებით, ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნის შესრულებას დათანხმდა. მისივე განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ის პირადად დაარწმუნა, რომ რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება ავსტრიაში არ შეწყდება. მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სერბეთმა და უნგრეთმაც. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გაზის საფასურისთვის გამოყოფილ ევროს „გაზპრომბანკში“ დააკონვერტირებენ რუბლებში. გარდა ამისა, რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდის შესაძლებლობას განიხილავენ გერმანიაშიც. შემდეგი გადახდა გერმანიას მაისში უწევს.   დღეს, რუსეთი ორ „არამეგობარ ქვეყანას“ გაზს მიწოდებას შეუწყვეტს

მეტი...

,,კიევისთვის ბრძოლა უკრაინელებმა მოიგეს”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნი ენტონი ბლინკენი თვლის, რომ ომის დიპლომატიური გზებით დასრულება შესაძლებელია. მისი განცხადებით, აშშ-ის მიზანია, დარწმუნდეს, რომ უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა,  უკუაგდოს რუსეთის აგრესია და გაიმყაროს საკუთარი პოზიციები მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამასთან, ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ აჩქარებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და ეს პროცესი მოიცავს 72 საათს, მას შემდეგ, რაც უკრაინა დახმარებას მოითხოვს. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელებმა მამაცური ბრძოლით შეძლეს კიევისთვის ბრძოლის მოგება. „ტერიტორია, რომლის დაკავებასაც ორი თვის წინ რუსეთის მთავრობა თვლიდა, რომ რამდენიმე კვირაში დაიკავებდა, დღეს სრულიად ეკუთვნის უკრაინას. კიევში ჩვენ ვნახეთ ქალაქის გამოცოცხლების ნიშნები: ხალხი ქუჩაში მიირთმევდა, ისხდნენ…

მეტი...

,,ქართულ ოცნებაში”  ივანიშვილის აუდიოჩანაწერის წარმომავლობის დადგენას ითხოვენ

“ქართულ ოცნებაში” ივანიშვილის მონაწილეობით აუდიოჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ. მმართველი გუნდის დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე  მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ჩანაწერის წარმომავლობის დადგენა. ,,თუ ოპოზიცია გამოიყენებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ უფლებას და ინტერპელაციით დაიბარებს პრემიერ-მინისტრს, საკანონმდებლო პროცედურა როგორც არის ისე განხორციელდება ყველაფერი. ჩანაწერთან დაკავშირებით მე საერთოდ ისეთი პოზიცია მაქვს, საჭიროა გაცხადდეს მართალია ეს ჩანაწერი თუ არა და საიდან იქნა ის მოპოვებული”, – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე. რუსი ოლიგარქი ადასტურებს, რომ თბილისში პრემიერ-მინისტრს შეხვდა

მეტი...

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას  შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ნატოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ნატოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა, აგრეთვე, მიმოიხილეს რუსეთის აგრესია უკრაინაში და მისი მძიმე შედეგები რეგიონისთვის. ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი. ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია. მისი თქმით, ნატო…

მეტი...

ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 802 პირი ემსხვერპლა.   დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 290 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 143 შემთხვევა, აჭარა – 4, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 13, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

მეტი...

ვირუსით 290 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 676 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 290  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 80  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.18%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 665. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.06%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 80 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 188.

მეტი...

,,სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა”- სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია,  ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. “ბოლო პერიოდში, გარკვეული საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური ინფორმაცია ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზებას, მათი პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება. სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხისმგებელია თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებაზე. მ. სააკაშვილს, ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია. ბრალდებული/მსჯავრდებული მ. სააკაშვილი, მისივე თანხმობით, ამანათის მიღებას შეძლებს, ამანათის შეგზავნაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით. ინფორმაციისთვის, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, მ. სააკაშვილს მრავალჯერ აქვს მიღებული ამანათი. საზოგადოების…

მეტი...

,,არც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს სურვილი, გარედან მოვიწვიოთ თავმჯდომარე”- რომან გოცირიძე

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, გიორგი მარგველაშვილის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ, სრული აბსურდია და ეს უკვე დადასტურდა. პარტიაში განმარტავენ, რომ თემა “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გადასაფარად გამოიყენა. “ბიძინა ივანიშვილისა და ოლიგარქის საუბრის გადაფარვა უნდოდათ, რაღაც თემები შემოაგდეს და ეგონათ, ამას აიტაცებდა მთელი მსოფლიო. არ არის ეს სერიოზული საკითხი – მარგველაშვილსაც არ უნდა და არც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს სურვილი, გარედან მოვიწვიოთ თავმჯდომარე. ჰყავს პარტიას მშვენიერი თავმჯდომარე,”-აცხადებს რომან გოცირიძე.  

მეტი...

,,პუტინს გაცილებით მეტი პოლიტიკური სივრცე აქვს უკან დასახევად”- ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს საკმარისი რესურსი აქვს შეაჩეროს ომი უკრაინის ტერიტორიაზე. “რუსული საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს პუტინს. აქედან გამომდინარე, პუტინს აქვს რუსეთის შიგნიდან მანევრირების შესაძლებლობა, მასობრივი რუსული მხარდაჭერისა და რუსული მედიის აშკარა გულმავიწყობის გათვალისწინებით, იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად უკრაინაში, პარადოქსია ის, რომ პუტინს გაცილებით მეტი პოლიტიკური სივრცე აქვს უკან დასახევად. შეიძლება დამდგარიყო მომენტი, როდესაც მას შეეძლო ეთქვა რუსი ხალხისთვის: “სამხედრო-ტექნიკური ოპერაცია, რომელიც ჩვენ დავიწყეთ უკრაინაში, შესრულებულია. ვფიქრობ მას მანევრირების დიდი სივრცე აქვს”- აცხადებს ჯონსონი.

მეტი...

საერთაშორისო ორგანიზაციები ქართულ სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნას აფასებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნას საერთაშორისო ორგანიზაციების – UNICEF-ის, ეუთოსა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლებმა უმაღლესი შეფასება მისცეს და უკრაინელი მოსწავლეების მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ღასან ხალილმა, რომელსაც უკრაინულ სექტორში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმასპინძლა, ტვიტერის პირად გვერდზე უკრაინელ ბავშვებთან ვიზიტის ფოტოები გამოაქვეყნა და მინისტრს უკრაინული სექტორის წარმატებით დაფუძნება მიულოცა. როგორც ხალილმა  განაცხადა, საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, სამინისტრომ უკრაინელი…

მეტი...

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ადასტურებს.. „ჩვენი მონაცემებით, მათი რეზერვები უკვე განახევრებულია მას შემდეგ, რაც ისინი აქტიურად იყენებენ რაკეტებს. უკვე გამოყენებულია 1 000-ზე მეტი რაკეტა. უფრო ზუსტად, 1 300-ზე მეტი რაკეტა“, – აცხადებს ანა მალიარი. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საუბარია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო რაკეტებზე.

მეტი...