ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთვის ნარკოდამოკიდებულება არავის დაუბრალებია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი თანაგუნდელისთვის და პრემიერ გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია.   

„ჩვენ დეტალებში გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები აქვს კონკრეტულად გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულების კუთხით. ჩამოყალიბება სჭირდება მას ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით, გააგრძელებს თუ არ გააგრძელებს, ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება და შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება. არავის დაუბრალებია გიორგი გახარიასთვის  ნარკომანობა. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არაფერს არ ვაბრალებთ. დაბრალება ნიშნავს იმას, რომ რაღაც არ არსებობს ბუნებაში. სინამდვილეში, რაც არსებობს იმას ვამბობთ, ეს ფაქტის კონსტანტაციაა და არა დაბრალება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გახარიას მთავარი პრობლემა ნარკოდამიკიდებულება არ არის.  

მსგავსი თემები