„ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვის“ – ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, კომპანია „ენკას“ მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შემდგომი ინვესტიციების კუთხით საკმაოდ ცუდი სიგნალია. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ხელისუფლება ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციებზე აქტიურად იმუშავებს.

„ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია არამარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვის.  საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს. ეს, არის რა თქმა უნდა, სამწუხარო გადაწყვეტილება“ – აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ენკამ“ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, საქართველოსთან ხელშეკრულება შეწყვიტა. საუბარია ნამახვანჰესის პროექტზე.

მსგავსი თემები