ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს დიპლომატიურ სტანდარტებს უწუნებს

მიყურადებასა და ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩის – კარლ ჰარცელის განცხადება მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ელჩის შეფასება დიპლომატიურ სტანდარტებს აცდენილი იყო.

„შეიძლება, ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, უნდა დაინტერესებულიყვნენ და დაინტერესდნენ კიდეც. უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს. რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, არ ვარ დიპლომატი. შეიძლება, ვერ ვერკვევი ამ საკითხებში, მაგრამ, მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა, გავრცელებული ფარული მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით დღეს პირველი შეფასება გააკეთა. როგოც კარლ ჰარცელმა აღნიშნა,  ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.

მსგავსი თემები