„მოსახლეობა საკუთარ თავს უწყობს აპოკალიფსს, კატასტროფა ქვეყნისთვის“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აცრის ტემპი სერიოზულად შემცირდა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფულია.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის მიმართა ამგვარი მიდგომა საკუთარი თავისთვის განაჩენის გამოტანაა.

„სამწუხაროდ, ყველანი შეშთოფებულები ვართ. ვაქცინაციის ტემპის  მატების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა, ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით – ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი“ – აცხადებს ინფექციონისტი.

როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ამგვარი მიდგომა საკუთარი თავის მიმართ აპოკალიფსს ნიშნავს.

„კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზირებული ნაწილი თუ სხვა მოტივები აქვთ,  ან არის ცალკეული ექსპერტების ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი. ფაქტია, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყანას უწყობს საბოტაჟს“ – განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.  

მსგავსი თემები