საქართველოში კორონავირუსი კიდევ 523 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 523 ადამიანს დაუდასტურდა, 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11794 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6327 ადამიანი, გარდაიცვალა 85 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსგავსი თემები