“ძალიან სასიხარულოა, რომ დავით გარეჯის საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა” – მეუფე შიო

“ძალიან სასიხარულოა, რომ დავით გარეჯის საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ დავით გარეჯის ორი მონასტერი – უდაბნო და ჩიჩხიტური საქართველოს საზღვრებში მოექცევა.

„მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი, ძალიან სასიხარულოა, რომ ახალ ეტაპზე გადავიდა ეს საქმე. მოძიებულია ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და იმედია, რომ დავით გარეჯის ეს ორი მონასტერი საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ, როგორც იყო ეს ისტორიით“,- განაცხადა მეუფე შიომ.

მსგავსი თემები