აზერბაიჯანი სომხეთს ქალაქ განჯის დაბომბვაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ქალაქი განჯა კიდევ ერთხელ დაბომბა.

ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. ერევანში განჯის დაბომბვის ფაქტს უარყოფენ და ბაქოს საპასუხო ბრალდებას უყენებენ. სომხეთი აზერბაიჯანს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციული ცენტრის, სტეპანაკეტრის დაბომბვაში სდებს ბრალს.

აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე 9 ოქტომბერს შეთანხმდნენ.

მსგავსი თემები