“დაველოდოთ გამოძიებას, ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ” – კახა კალაძე დავით გარეჯის საქმეზე

“დაველოდოთ გამოძიებას, ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ და ყველაფერი იქნება გარკვეული. რა შუაშია ივანიშვილი? არასწორი ლოგიკაა“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ არსებული რუკების საქართველოში ჩამოტანასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. ისინი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ.

მსგავსი თემები