“მიმდინარე რამდენიმე წელში ბუნდოვანებას და გაურკვევლობას ვხედავ“ – შოთა გულბანი

ეკონომიკის ანალიტიკოსი შოთა გულბანი მიიჩნევს, რომ საქართველო მოცემულ სიტუაციაში განყენებულად ვერ განიხილება და ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზა დამოკიდებულია, როგორც ეკონომიკაზე, ასევე პოლიტიკაზე. მისი აზრით „მტკიცებით“ ფორმაში განცხადებების გაკეთება არაგონივრულია. „ჩვენ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული სავაჭრო და ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ პარტნიორებზე. ჩვენ, რომ ახლა პროგნოზი გავაკეთოთ, რომ ორ წელიწადში რეალურ კალაპოტს დავუბრუნდებით არარეალური იქნება. მე ვხედავ გაურკვევლობას და ბუნდოვანებას მიმდინარე რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ კრიზისი ნაკვალევი არ იქნება ერთ ან ორ წელზე, ეს იქნება რამდენიმეწლიანი ნაკვალევი და რაც უფრო კარგად და მალე გავაცნობიერებთ ამ ყველაფერს, მით უფრო მალე გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს.“ –…

მეტი...

“თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს – ჭკვიანად უნდა იყვნენ!” – მეუფე იაკობი ოპოზიციაზე

ბოდბელმა მიტროპოლიტმა,  მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკოსები „ჭკვიანად უნდა იყვნენ“. მეუფე თვლის, რომ ეკლესიაზე შეტევას გარკვეული ოპოზიციონერები ახორციელებენ. „მე არ ვიმუქრებ, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც. აბსოლუტურად ყველაფერს ვგულისხმობ, როდესაც შეტევა მიდის ეკლესიაზე, სხვა არის კრიტიკა. ცუდად რომ ვიქცევი, თუ ვერ ვხვდები, უნდა მიმითითო, თუ ვერ ვხვდები, შეგიძლიათ მაინც ილაპარაკოთ ჩემს ცუდ საქციელზე. აღდგომაზე გული გაუსკდა ხალხს, ეკლესიის კლასტერი არ გაჩნდაო, არადა, ძალიან უნდოდათ ვიღაცებს და პოლიტიკოსებსაც. ჭკუას გვასწავლიდნენ, მაგრამ თვითონ ისწავლონ ჭკუა. საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, იციან, რომ ვიცი ეგ. ჭკვიანად უნდა…

მეტი...

“იპოთეკურ სესხზე ლარში საპროცენტო განაკვეთი 7 პროცენტამდე შემცირდება, რაც ისტორიული მინიმუმია” – ბექა ლილუაშვილი

მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი, 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება დაახლოებით 7  პროცენტამდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ვისაც დაგეგმილი აქვს ბინის ყიდვა მნიშვნელოვანი შეღავათით სარგებლობა შეეძლება. „საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, დეველოპერულმა სექტორმა. ერთობლივად შევიმუშავეთ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებები. ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია, დეველოპერულ სექტორში გავზარდოთ მოთხოვნა, საცხოვრებელი ბინების შეძენა გავხადოთ…

მეტი...

„ეს არის დარგი, რომელიც ძალიან ბევრ მოქალაქეს ასაქმებს, დასაქმება კი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თემაა“ – კახა კალაძე დეველოპერულ სექტორზე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო-დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. თბილისის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი გეგმის მიზანი სამშენებლო სექტორის სწრაფი განვითარება და შესაბამისად, დასაქმების  ხელშეწყობაა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თბილისის მასშტაბით არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებს და კვლავ მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ დაზარალებულმა მოქალაქეებმა კუთვნილი საცხოვრებელი ფართები მიიღონ. „პრემიერმა ვრცლად ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დეველოპერული სექტორის ხელშეწყობა. ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ეტაპობრივად დავიწყეთ…

მეტი...

 “გვყავს ყველაზე ეფექტური მთავრობა, თუმცა, საგარეო ურთიერთობებში გვაქვს სისუსტე” – ვახტანგ ჭარაია

ეკონიმიკის ანალიტიკოსები, იმ გამოწვევებზე საუბრობენ ბიზნესთან მიმართებაში, რის წინაშეც შესაძლოა ქვეყანა აღმოჩნდეს პოსტკრიზისულ პერიოდში. ვახტანგ ჭარაია სასტუმროების ბიზნესზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სასტუმროებს, ორი კვირის ვადა აქვთ გასახსნელად, რაც შესაძლოა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდეს. მისივე განცხადებით პირველ ეტაპზე მეზობელი ქვეყნებიდან მცირე ვიზიტორებს უნდა ველოდოთ. „სასტუმროს ვერ დავავალდებულებთ სრული მასშტაბით ამუშავებას, რადგან მისი შემოსავალი დაგეგმილთან შედარებით, შესაძლოა ბევრად ნაკლები გამოვიდეს, გაუჭირდება სხვა ბიზნესებსაც ბანკის სესხის გადახდა, ამიტომ შესაძლოა სახელმწიფომ გარკვეული პაკეტები შეიმუშავოს და უშუალოდ სასტუმრო ნომრების გასხვისებაზე გააკეთოს გარკვეული სუფსიდირება, შესაძლოა ამან შევსების უკეთესი მაჩვენებელი მოუტანოს სასტუმროებს, ეს სტიმული იქნება დამსვენებლისთვის.“…

მეტი...

“მშენებლობა და ჩვენი ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს” – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურის თქმით, სიმბოლურია, რომ ამ პროგრამის წარდგენა ხდება აქსის თაუერში, შენობაში, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე. „სიმბოლურია, რომ ჩვენ ამ პროგრამას წარვადგენთ აქ, ამ შენობაში, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე და 2008 წლის კრიზისის შემდგომ ეს სექტორი იყო აბსოლუტურად მიგდებული. ერთეული კომპანიები არიან, რომლებმაც გაუძლეს მაშინდელ კრიზისს სამშენებლო კომპანიების გარდა ჩვენი მოქალაქეებიც იყვნენ მიგდებულები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბინას იშენებდნენ და საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდნენ. ეს იყო ათასობით ადამიანი. 2012 წლის შემდგომ მთავრობა წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ პრობლემის მოგვარებას. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ პირველი  პროგრამა, რომელიც იყო 2008 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის…

მეტი...

მძღოლი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღემდე კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობდა, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც „მედიაცენტრ მთავარის“ ინფორმაციით 31 წლის მამაკაცია და წყალტუბოდანაა კლინიკაში გუშინ გვიან ღამით მოათავსეს. მძღოლი საკარანტინე სივრციდანაა და მას მოგზაურობის ისტორია აქვს. ამჟამად ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი რჩება.

მეტი...

„თუ შემოდგომაზე ახალი ტალღა არ გვექნება, ორ წელში შესაძლოა დავუბრუნდეთ 2019 წელს არსებულ მდგომარეობას“ – ეკონომიკის ანალიტიკოსები “მედიაცენტრ მთავარში”

ეკონომიკის ანალიტიკოსები ვერ პროგნოზირებენ, რა ეკონომიური ზარალი შეიძლება მოჰყვეს შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღას, ვახტანგ ჭარაია თვლის, რომ პროცესებში, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში უნდა განვითარდეს ქართველი ეკონომისტების ჩართვის უნდა განხორციელდეს. ჭარაია პროგნოზირებს, რომ ვირუსი არ განმეორების შემთხვევაში, საქართველო ტურიზმის კუთხით 2019 წელს არსებულ პოზიციას შესაძლოა ორ წელში დაუბრუნდეს. „ცალკეული მიმართულებებით არის სისუსტეები, შეიძლება რჩევებით მივმართოთ პრემიერს, როცა პოსტკრიზისულ გეგმაზეა საუბარი,  უნდა მიმდინარეობდეს სცენარების დამუშავება, ამ გეგმებში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული ქართველი ეკონომისტები, რაც არ უნდა გამოცდილი იყოს უცხოელი ეკონომისტი, აქ არსებული მდგომარეობა სპეციფიურ მიდგომებს საჭიროებს, აუცილებლად უნდა იყვნენ ამ პროცესებში ჩართული ქართველი…

მეტი...

“გამოკითხულთა 86%-ის აზრით, საქართველო კორონავირუსის პანდემიას სხვა ქვეყნებზე უკეთ უმკლავდება” – GORBI

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (GORBI) მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამოკითხა. კითხვაზე „როგორ უმკლავდება საქართველო კორონავირუსს – სხვა ქვეყნებზე უკეთესად თუ უარესად?“ გამოკითხულთა 86% ამბობს, რომ უკეთესად, უარესად კი მიაჩნია მხოლოდ 3%-ს. კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.

მეტი...

“თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს ხარჯავდა და თქვენ იწერდით – ახლა თქვენ მოდიხართ და მორალს მიკითხავთ” – გიორგი გახარია “ნაციონალურ მოძრაობას”

თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს ხარჯავდა და თქვენ იწერდით – გამოდიოდით და ამბობდით, რომ პატრულს ამდენი მანქანა ჰყავს, ამას ჩავაცვით, ამას დავახურეთ, ახლა თქვენვე მოდიხართ და მორალს მიკითხავთ, – ასე უპასუხა პრემიერმა ოპოზიციის მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ დასმულ შეკითხვას. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფონდში ჩარიცხული დახმარება კეთილი ნებაა და მთავრობა ამას გამოიყენებს. “რეალურად დღეს მიმდინარე სახაზინო ხარჯების ნაწილში,საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ პრობლემა არ გვაქვს. ეს გადმორიცხული დახმარება თითოეული ადამიანის კეთილი ნება იყო და ამ კეთილ ნებას გამოვიყენებთ. მივხედავთ ჩვენ ყველას. ამ სახსრებსაც გამოვიყენებთ იქ, სადაც საჭიროა და სხვა სახსრებსაც…

მეტი...

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ხოლო ორი არსებული პაციენტების კონტაქტებია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ორი კი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. ეზუგბაიას თქმით, სატვირთო მანქანის მძღოლი კარანტინში იმყოფებოდა. „სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო მანქანის მძღოლი, დანარჩენი ორი უკვე არსებული, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. ახალი პაციენტი არ ჩვენს ცენტრში არ შეუყვანიათ“,- აღნიშნა ეზუგბაიამ. მარინა ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათ კლინიკა უკვე დატოვეს. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 153 პაციენტი მკურნალობს.

მეტი...

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 5 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

სამხრეთ კორეაში 5 აპრილის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალ შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 68 შიდა გადაცემის შედეგია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, უკავშირდება თუ არა ახალი შემთხვევების ზრდა ე.წ. ღამის კლუბის კლასტერს, რომელთანაც უკვე 200-ზე მეტი შემთხვევაა დაკავშირებული. ღამის კლუბებში გავრცელებული ინფექციის ფონზე, კარანტინში სულ 4,150 ადამიანი იქნა გადაყვანილი.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას გამართავს

პრემიერ-მინისტრი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. პრეზენტაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება. გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო იპოთეკური სესხის სუბსიდირებას მოახდენს ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს.

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მაისის თვეში ვირუსით დღეში საშუალოდ 1 400 ადამიანი იღუპებოდა, რაც აპრილის თვესთან შედარებით ნაკლები მაჩვენებელია, როდესაც ფატალური შემთხვევების საშუალო დღიური რაოდენობა 2 000 იყო. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, აშშ-ში ეპიდემიის გავრცელების დღიდან კორონავირუსით 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში ბოლო სამი თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1981-1989 წლებში შიდსის ეპიდემიით და ახალი კორონავირუსი გაცილებით მომაკვდინებელია, ვიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში გავრცელებული სეზონური გრიპი. „როიტერსის“ ცნობით, აშშ-ში სეზონურმა გრიპმა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 16 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 738 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 16- ით გაიზარდა და 573 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250- პირი. საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

“რუსმა ექსპერტებმა ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლა უნდა შეძლონ” – ლავროვის უწყება

საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთიდან წამოსული დეზინფორმაციის შესახებ პროვოკაციულია და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება იმ სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობიდან, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ხორციელდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებებისა, რომ თავად აკონტროლებენ და აფინანსებენ ლაბორატორიის საქმიანობას, მასში მიმდინარე კვლევები შეერთებულ შტატებსა და მის პარტნიორებთან არის აფილირებული, რაც კითხვებს ბადებს. მივესალმებით საქართველოს მხრიდან ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების მიღებისთვის მზადყოფნას, თუმცა ასეთ ვიზიტს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა, მათ შორის ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ შენობაში შესვლას შეძლებენ და ექნებათ წვდომა ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე. ვიზიტი უნდა განხორციელდეს…

მეტი...

ქართული წარმოების პირბადეების ექსპორტი შესაძლოა აშშ-სა და უკრაინაში განხორციელდეს

ქართული წარმოების პირბადეებზე მოთხოვნა არის აშშ-ში, ევროპის ქვეყნებსა და უკრაინაში. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. „სიმართლე გითხრათ, თვალს უხაროდა პარლამენტში დეპუტატებს რომ ვუყურებდი, ეკეთათ ყველას ნაირფეროვანი, სხვადასხვა ფასონის, სხვდასხვა ნაჭრის, სხვადასხვა ფერის, ყველა მაღალი ხარისხის და თითქმის ყველა ქართული წარმოების პირბადე. 20-მდე სხვადასხვა კომპანია აწარმოებს და იმდენად გაჯერდა უკვე საქართველოს ბაზარი, რომ ამ დღეებში დავრთეთ ნება გაიტანონ ექსპორტზე. ამერიკის შეერთებულ შტატებშია მოთხოვნა, არის ევროპულ ქვეყნებში მოთხოვნა, არის უკრაინაში მოთხოვნა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმპორტიორიდან ვიქეცით ექსპორტიორად 2 თვეში“, – აღნიშნა მინისტრმა.

მეტი...

„ყველაზე დამაზიანებელი და დამანგრეველი ვითარება, რეგულაციები არ არსებობს, მაგრამ უნდა გავიხსნათ,“ – ტურიზმის სექტორი მორიგი დარტყმის მოლოდინში

პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლა ტურიზმის სექტორისთვის მორიგი დარტყმა აღმოჩნდა. კერძოდ, როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მათთვის არანაირი რეგულაციები გადაუციათ, თუმცა, ავალდებულებენ, რომ პირველი ივნისიდან მუშაობა განაახლონ.    „მედიაცენტრი მთავარი“ ტურიზმის სექტორის არაერთ მსხვილ წარმომადგენელს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ მორიგი დარტყმის მოლოდინში არიან.   „პრემიერმა გააკეთა ჩვენი სექტორისთვის ყველაზე მეტად დამაზიანებელი განცხადება. რეგულაციები არ გვაქვს და გამოაცხადა რომ ვიხსნებით. სავარაუდოდ, 30-ში მოგვცემენ რეგულაციებს და 1 ივნისს უნდა გავიხსნათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას შეუძლია, გვიჩივლოს. დიდი სასტუმროები 1 აგვისტომდე ვერ გაიხსნება, რადგან აზრი არ აქვს, თანამშრომლები გაშვებული გვყავს უხელფასო შვებულებაში, რადგან მუშაობა არ…

მეტი...

“როდესაც მე მხედავს, ემართება ბნედა“ – თეა წულუკიანი გიგა ბოკერიაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატ გიგა ბოკერიას საპარლამენტო გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის დანახვაზე ბოკერიას ბნედა მოსდის. „მოვისმინე გიგა ბოკერიას სიტყვა ჩემთან დაკავშირებით და ხმამაღლა იყო დაწერილი მისი სიტყვა. არ არის მისგან უჩვეულო ამ ტიპის მასკარადი. განსაკუთრებით, როდესაც მე მხედავს, ემართება ბნედა. პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. მე მინდა უბრალოდ დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას… ეს არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ, მაგრამ ამაზე მართალი გითხრათ, მე ვერ ვიდარდებ“ – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას…

მეტი...

“გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ” – გიორგი გახარია ოპოზიციას

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, არის მეორე ადგილზე. პირველ ადგილზე არის სინგაპური, მეორეზე – საქართველო. გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ”, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წევრებს მიმართა. „25 მილიონით ხარჯები გაიზარდა იმიტომ, რომ სასწრაფო დახმარების მთლიანი სტრუქტურა მერიიდან გადავიდა ჯანდაცვის სამინისტროში. ბიუროკრატიულ ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ, ეს დროშა რომ გიჭირავთ და აქნევთ, IMF-ის მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, არის მეორე ადგილზე. პირველ ადგილზე არის სინგაპური, მეორეზე – საქართველო. გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომამ დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილა, რომელთაგან პირველი ორი საკითხი, დღესვე ჩატარებული უმაღლესი საბჭოს სესიის მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების საგანი გახდა. პრეზიდიუმის დღის წესრიგის ითვალისწინებდა აგრეთვე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვის შედეგების გაცნობას. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ კოლეგებს მიაწოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების შესახებ“ მოხსენება იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი გასვიანმა გააკეთა. დეპუტატების ვახტანგ ყოლბაიას,…

მეტი...

ბათუმში, აქციაზე 30 პირი დააკავეს – შსს კადრებს აქვეყნებს

“ბათუმში გამართულ აქციასთან, სადაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაც მოხდა შსს-მ 30 პირი დააკავა”, – ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული და შესაბამის ვიდეომასალასაც აქვეყნებს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. პოლიციის არაერთი კანონიერი…

მეტი...

სამედიცინო პერსონალი, რომელიც „კოვიდ-19“-თან ბრძოლაშია ჩართული, გარკვეულ ფინანსურ დახმარებას მიიღებს

“სამედიცინო პერსონალს, რომელიც განსაკუთრებითაა ჩართული „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ფინანსური დახმარების და წახალისების რაღაც ელემენტები სჭირდება, ეს აუცილებლად იქნება განხორცილებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა. ასევე, პრემიერის თქმით, საკითხის შესახებ მინისტრთან საუბარი უკვე შედგა.

მეტი...

“თეა წულუკიანს დავაწინაურებ” – გიორგი გახარიას პასუხი გიგა ბოკერიას

“თეა წულუკიანს დავაწინაურებ”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ გიგა ბოკერიას კითხვაზე, მოხსნიდა თუ არა იუსიტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. „თქვენ გვერდზე რომ ზის, პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი. იქნებ მაგას და რომან კაკულიას აუხსნათ, ეგეთი ევროპა არ გვინდაო, რომ თქვა. ახლა რაც შეეეხება წულუკიანს, მის მაგარ ციტატას წაგიკითხავთ – „თითებს ვიჭამდი, ეს ორი რომ გამოუშვეს. უგულავა და ოქრუაშვილი. ზოგი კითხულობს, რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები? უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან. ლელთ-ღუნიას გულისხმობს, ილია ჭავჭავაძის, რუსეთის იმპერიამ რომ დაანგრია. ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ასეთი სამარცხვინო…

მეტი...

“რაც მე ამ პარლამენტში მომითმენია, ზოგჯერ შტურმებისგან შენობის დაცვაც მომიწია” – გიორგი გახარია

„გულწრფელად გეუბნებით, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას პატივს ვცემ. რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია, პასუხისმგებლიანად მოვსულვარ, ვთვლი, რომ ეს არის პროცესი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ის პატივს სცემს საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციას და ყველაფერს გააკეთებს, მისი აღსრულებისთვის.  ყოფილა შემთხვევები, რომ უმძიმეს პირობებში მოვსულვარ აქ, არა მხოლოდ პასუხის გასაცემად, ისეთი შემთხვევებიც მქონია, რომ აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია, ზოგჯერ ამ შენობის დაცვაც შტურმებისგან მომიწია და ასე შემდეგ. საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციას პატივს ვცემ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მისი აღსრულება მოხდეს. კანონი არ დამირღვევია და იმიტომ ვდგავარ აქ, მიუხედავად იმისა, რომ…

მეტი...

აშშ-ის საელჩო გამყოფ ხაზზე მიმდინარე პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ საელჩო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს და აღნიშნავს საქართველოს წარმატებას „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მართულმა უშიშროების ძალებმა უკანონოდ აღმართეს ღობეები და გააძლიერეს არსებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი 12 ქართული სოფლის მიმდებარედ. არანაკლებ შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის სიცრუის შეთხზვა და…

მეტი...

სახელმწიფო ფულადი დახმარების გაცემას მიმდინარე კვირას დაიწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო ფულადი დახმარების გაცემას მიმდინარე კვირას დაიწყებს. გიორგი გახარიას თქმით, მოქალაქეები თანხას საჭიროებისამებრ მიიღებენ. “არ იყო ეს მარტივი, მაგრამ, სისტემა, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტო, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკვე კარგად მუშაობენ. წინასწარ გეტყვით, რომ რეალური გაცემა, ფულის მიცემა უკვე ამ კვირიდან დაიწყება. ზუსტად ჩამოვთვლი რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას კონკრეტული თანხების ოდენობით. ჩვენ არასოდეს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა 1 აპრილს, ან 1 მაისს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა 20 მაისის შემდგომ. როგორც ვთქვით, ისე მივყვებით. არ მინდა აქ სპეკულაციების კორიდორი დავტოვო და ვიმეორებ,…

მეტი...

“ფერმერებს გადავყვებით თავზე, გასაღებაშიც მივეხმარებით” – გიორგი გახარია

“ფერმერებს გადავყვებით თავზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ფერმერებს გასაღებაშიც დაეხმარება. “მას, ვისაც აქვს მიწა დარეგისტრირებული და ამბობს, რომ ის არის ფერმერი, დარეგისტრირებულია როგორც ფერმერი, გავუკეთებთ საერთოდ ყველაფერს. გასაღებაშიც მივეხმარებით. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მშვენიერი ჯაჭვი ააწყო სოფლის მეურნეობის პროდუქტების, აგრობაზრებში დროულად მიტანის. აქ გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს, რომ ადამიანი, ვინც მიწაზე მუშაობს და შრომობს, მისი მაქსიმალური სტიმულირება მოვახდინოთ”, – განაცხადა გახარიამ.

მეტი...

„ნახეთ როგორი სიტყვა ვისწავლე – „სეროპრევალენტური“ კვლევა“ – გიორგი გახარია დეპუტატებს

“ნახეთ, როგორი სიტყვა ვისწავლე – სეროპრევალენტური კვლევა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.  გახარიას ამ ნათქვამზე დეპუტატებმა სიცილი ვერ შეიკავეს.  “პანდემიის პანდემიით დამარცხება, ან კონტროლზე აყვანა, გაუაზრებელი ფასით, გამარჯვება არ არის, რადგან შემდგომ უკვე გლობალურ კონკურენციაში ერთმნიშვნელოვნად წავაგებთ. ამ ბალანსის დაჭერას ვცდილობთ, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლქვეშ არის, ნახეთ, როგორი სიტყვა ვისწავლე – სეროპრევალენტური კვლევა. ჩავაბარე თქვენი ტესტი?” – განაცხადა გახარიამ.

მეტი...

“არ მაინტერესებს სხვა ქვეყნები, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა თავისი მოქალაქეებისთვის” – გიორგი გახარია

“არ მაინტერესებს საერთოდ სხვა ქვეყნები და არ ვედრები არავის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა შეუძლია და რას აკეთებს საქართველოს მთავრობა დღეს თავისი მოქალაქეებისთვის”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა. რომან გოცირიძემ პრემიერს კითხვით მიმართა, საქართველოს გარდა, დაესახელებინა მსოფლიოში ერთი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს პანდემიის პერიოდში არ გაუწია არც ერთი თეთრით ფულადი დახმარება. „არ დავასახელებ, არ მაინტერესებს საერთოდ სხვა ქვეყნები და არ ვედრები არავის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა შეუძლია და რას აკეთებს საქართველოს მთავრობა დღეს თავისი მოქალაქეებისთვის“,- აღნიშნა გახარიამ.

მეტი...

“დიდი ჟრიამულია და ხომ არ დაიღალეთ, მეგობრებო“ – გახარია დეპუტატებს

“ხომ არ დაიღალეთ, მეგობრებო? რაღაც ძალიან დიდი ჟრიამულია”, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ახმაურებულ დეპუტატებს. “ვემზადებით”, – იყო დეპუტატებისგან პასუხი. კითხვებზე პასუხისას ოპოზიციამ გიორგი გახარიას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა მათ ასე მიმართა: „ე ბიჭო, მაცადე რა კაცო“. გიორგი გახარია, ამ წუთებში საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მეტი...

“საჭირო საქმეს ვაკეთებდით და თუ ვინმეს ვაწყენინეთ ამისთვის ცალკე კიდევ ბოდიში” – გახარია დეპუტატებს

“ძვირფასო პარლამენტარებო, ეს რეგლამენტი თქვენი მიღებულია და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატთა ნაწილის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც მთავრობის წევრები პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და მათ შორის, არც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს პარლამენტში არ მივიდნენ. „აქ ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ წარსულზე ვსაუბრობთ, მომავლის გეგმებზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ აქ მოვედით ჩვენი ნებით, ანგარიშის სახით, იმიტომ რომ გვესმის ნაწილობრივ ლეგიტიმური კითხვების, რატომ არ ვიყავით მაგალითად საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს და ა.შ. თუმცა ამასაც…

მეტი...

“მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებული ვიქნებით” – გიორგი გახარია

“მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, სურსათის მომარაგების მხრივ ქვეყანაში პრობლემები არ იქნება. „რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ რაღაც მოდელები თანამშრომლობის, ერთობლივი მუშაობის ბიზნესთან, კონკრეტულ კომპანიებთან უკვე დავალაგეთ, მაგრამ ასევე სახელმწიფოს მხრიდან რეზერვების შექმნის, უფრო დამოუკიდებლად რომ ვიმოქმედოთ, აქაც უკვე გარკვეული სქემები გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ დაგროვილი რეზერვები უკვე არსებობს და ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ. მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფას რაც…

მეტი...

“ვერავის მოვუწოდებთ ჯარიმების გაუქმებისკენ, რადგან შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა უბრალოდ არ იმუშავებს” – გიორგი გახარია

“მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა, ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მით უმეტეს, რაღაც დირექტიულს ვერ მივცემთ პარლამენტს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მისი თქმით, შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება ხელისუფლებას შესაძლოა, კიდევ დასჭირდეს და მთავრობა ვერ გამოვა ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით. „ახლა ძალიან კარგად მესმის, ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ. განსაკუთრებით მას შემდგომ, როდესაც რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა. მინდა, გითხრათ, რომ…

მეტი...

“ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ” – ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო უწყებას პასუხობს

“ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, სპეკულაციურ აზრებს საფუძვლად უდევს პოლიტიკური სარჩული, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორობას უკავშირდება. „დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორია აშშ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, რომ ასეთი უზარმაზარი დახმარება გაუწია ქვეყანას. არ მინდა, ამაზე ღია ეთერში საუბარი, იცით ხომ რა ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და იგივე იმ ქვეყანაში, რომელიც ლუგართან დაკავშირებით ბრალს გვდებს. რუსეთი მესამეა დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. პირიქით, ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენჯერმე შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე…

მეტი...

ერთიანი ეროვნულ გამოცდების თარიღისა და ფორმატის ცვლილება არ განიხილება

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიანი ეროვნულ გამოცდების თარიღისა და ფორმატის ცვლილება არ განიხილება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ივნისის თვეში უკვე კონკრეტულად დასახელდება გამოცდების თარიღი. „ამჟამად ორიენტაცია გვაქვს ივლისზე, როგორც ეს იყო წინა წლებში, ერთადერთი შესაძლო ცვლილება, რაც შეიძლება მოხდეს, არის აგვისტოსკენს გადატანა და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კონკრეტული ეპიდსიტუაცია. დეტალებთან დაკავშირებით იქნება სპეციალური ბრიფინგი, რომელიც შედგება ივნისში და კონკრეტული თარიღები ეროვნული გამოცდების გაცხადდება“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მეტი...