“ფერმერებს გადავყვებით თავზე, გასაღებაშიც მივეხმარებით” – გიორგი გახარია

“ფერმერებს გადავყვებით თავზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ფერმერებს გასაღებაშიც დაეხმარება.

“მას, ვისაც აქვს მიწა დარეგისტრირებული და ამბობს, რომ ის არის ფერმერი, დარეგისტრირებულია როგორც ფერმერი, გავუკეთებთ საერთოდ ყველაფერს. გასაღებაშიც მივეხმარებით. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მშვენიერი ჯაჭვი ააწყო სოფლის მეურნეობის პროდუქტების, აგრობაზრებში დროულად მიტანის. აქ გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს, რომ ადამიანი, ვინც მიწაზე მუშაობს და შრომობს, მისი მაქსიმალური სტიმულირება მოვახდინოთ”, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები