დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომამ დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილა, რომელთაგან პირველი ორი საკითხი, დღესვე ჩატარებული უმაღლესი საბჭოს სესიის მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების საგანი გახდა.

პრეზიდიუმის დღის წესრიგის ითვალისწინებდა აგრეთვე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვის შედეგების გაცნობას. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ კოლეგებს მიაწოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ.

უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების შესახებ“ მოხსენება იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი გასვიანმა გააკეთა. დეპუტატების ვახტანგ ყოლბაიას, თემურ ლორთქიფანიძის, მურმან კვარაცხელია, ნუგზარ მგალობლიშვილი შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების შემდეგ, კენჭისყრით მიღებულიქნა კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების შესახებ“

 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ჩატარებული სამუშაოების შესახებ” ვრცელი მოხსენება წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ. საკითხის განხილვაში მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი – აფხაზეთის მთავრობაში  კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრი ივანე დოლიძე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოხსენების საფუძველზე უმაღლესი საბჭოს პლენარულმა სხდომამ მიიღო დადგენილება, რომელიც აქვე ქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომელთა ერთსულოვანი განწყობის გათვალისწინებით, კენჭისყრაში მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, მათგან გაღებული სახსრებით, კვლავაც გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარება უკიდურესი საჭიროების მქონე დევნილებისადმი.

აფხაზეთის უმაღლესი  საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სესიის სხდომები გაიმართა დისტანციურ რეჟიმში, სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები