სახელმწიფო ფულადი დახმარების გაცემას მიმდინარე კვირას დაიწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო ფულადი დახმარების გაცემას მიმდინარე კვირას დაიწყებს.

გიორგი გახარიას თქმით, მოქალაქეები თანხას საჭიროებისამებრ მიიღებენ.

“არ იყო ეს მარტივი, მაგრამ, სისტემა, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტო, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკვე კარგად მუშაობენ. წინასწარ გეტყვით, რომ რეალური გაცემა, ფულის მიცემა უკვე ამ კვირიდან დაიწყება. ზუსტად ჩამოვთვლი რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას კონკრეტული თანხების ოდენობით. ჩვენ არასოდეს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა 1 აპრილს, ან 1 მაისს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა 20 მაისის შემდგომ. როგორც ვთქვით, ისე მივყვებით. არ მინდა აქ სპეკულაციების კორიდორი დავტოვო და ვიმეორებ, ყველა ადამიანი, ვისაც ეს საჭიროება და დასაბუთება ექნება, ამ დახმარებას მიიღებს“, – განაცხადა პრემიერმა. 

მსგავსი თემები