,,ჯანმრთელობა იგივეა, სისუსტე, საკვების მიუღებლობა ადგილზეა”- გიული ალასანია

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. სააკაშვილი დედის შეფასებით, სამედიცინო დასკვნა ძალიან ჭიანურდება.

,,ჯანმრთელობა იგივეა, სისუსტე, საკვების მიუღებლობა ადგილზეა. პრობლემა ის არის, რომ სამედიცინო დასკვნა ძალიან ჭიანურდება, ხომ უნდა დაიდოს ბოლოსდაბოლოს, რომლის საფუძველზეც შეიძლება რაღაცაზე მსჯელობა. შემდგომი ნაბიჯი, რასაც ვითხოვდით თავიდან გადაყვანას, გადავადებას, ამაზეა დაფუძნებული. ბრიუსელიდან ძალიან კეთილგანწყობილი არიან, გულშემატკივრობენ, ფიქრობენ, რომ ეს ადამიანი აქ არ უნდა იყოს, უნდა იყოს ნორმალურ კლინიკაში, სადაც ჩაუტარდება ნორმალური გამოკვლევა”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები