“დიდი ჟრიამულია და ხომ არ დაიღალეთ, მეგობრებო“ – გახარია დეპუტატებს

“ხომ არ დაიღალეთ, მეგობრებო? რაღაც ძალიან დიდი ჟრიამულია”, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ახმაურებულ დეპუტატებს.

“ვემზადებით”, – იყო დეპუტატებისგან პასუხი.

კითხვებზე პასუხისას ოპოზიციამ გიორგი გახარიას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა მათ ასე მიმართა: „ე ბიჭო, მაცადე რა კაცო“.

გიორგი გახარია, ამ წუთებში საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მსგავსი თემები