უწყებათაშორისმა საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში იმსჯელეს ეკონომიკის გახსნის ეტაპების დაჩქარებაზე და შეზღუდვების გაუქმების კუთხით გადასადგმელ მომდევნო ნაბიჯებზე. მათივე ინფორმაციით, უწყებათაშორისმა საბჭომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. თუმცა სოფლის შესასვლელთან ე.წ. სპეციალური გამშვები პუნქტი ისევ დარჩება, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი გაგრძელდება. ამასთან, საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან არსებულ სპეციალურ პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. საბჭომ პოსტებიდან ამ ეტაპზე თავდაცვის ძალების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ეკონომიკის გახსნისა და ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის…

მეტი...

ფოთის „ცხელების კლინიკაში“ საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტია მოთავსებული

ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს, რომლებსაც კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ, ბიოლოგიური მასალა აუღეს. ნიმუშების კვლევა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, „პისიარ“-ტექნოლოგიით მოხდება. „პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ. ველოდებით კვლევის პასუხებს“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 87 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 87 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 11 მაისის 21 საათიდან 12 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 83 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 3 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 1 ფაქტი გამოავლინა.…

მეტი...

“საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ” – რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, 8 მარტის შეთანხმების ფორმატის მიღმა არ გავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. რატი იონათამიშვილის განმარტებით, საზოგადოებამ აღარ უნდა ილაპარაკოს შეთანხმების ტექსტზე, არამედ ყურადღება უნდა დაუთმოს იმას, თუ რატომ აპელირებს ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი იმაზე, რომ 8 მარტის შეთანხმებას დაარღვევს. „საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ მათ არც მაშინ არ უნდოდათ, კონსენსუსი შემდგარიყო და ეს მათთვის იძულება იყო. მათ მოვუწოდებ, არ გავიდნენ შეთანხმების ფორმატის მიღმა, რადგან მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. სხვათაშორის,…

მეტი...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა, -ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ. იმერეთის რეგიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამ დროისთვის არც ერთ სოფელსა და ქალაქში აღარ მოქმედებს. ცნობისთვის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოწყობილი იყო 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდებოდა და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ ჰქონდათ. აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდებოდა.

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 მაისის მონაცემებით, 63 პაციენტი არის მოთავსებული, მათ შორის 50 კოვიდინფიცირებულია. კლინიკა დღევანდელ მონაცემებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. რეანიმაციაში სამი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში კი, მოთავსებულია 54 პაციენტი. ამასთან, ახალი კორონავირუსისგან დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნისა და შემსუბუქების პერიოდში მოქალაქეებმა თავიანთი ქცევა თავად უნდა გააკონტროლონ, რათა ქვეყანაში მიღწეული შედეგი შენარჩუნდეს. „რეგულაციების შესუსტება-შენელება, შემცირება, შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას. მეტ-ნაკლებად ქართველებმა, თავიანთი განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგად გადალახეს ეს პერიოდი და შეზღუდვებს დაემორჩილნენ, როგორც მოქალაქეები, ისე დანარჩენებიც. აქედან გამომდინარე, ვნახეთ, რომ შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს. აქედან გამომდინარე, მივმართავ მოსახლეობას, ყველას, რომ ამ ღონისძიებების მოხსნასთან ერთად, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომ აუცილებლად გააგრძელოს ის მაქსიმალური თვითშეზღუდვა. არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს. როცა შენ…

მეტი...

კახეთში 97 მოქალაქის ტესტის პასუხი მიიღეს, ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი 97 პირის ტესტის შედეგი უარყოფითია, ლაბორატორიულად „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კახეთში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 31 მოქალაქე, კარანტინის 11 სივრცეში კი, 531 ადამიანი იმყოფება. ამასთან, ხიზანიშვილის განცხადებით, სინჯების აღება გრძელდება როგორც ე.წ. ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. გარდა ამისა, მიმდინარეობს გაფართოებული, ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება – სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებისა და მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირების, საბაჟოს თანამშრომლების. კახეთის…

მეტი...

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 19 პირი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 19 პირი იმყოფება. რეგიონში თვითიზოლაციაში რჩება 167 ადამიანი. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის ბოლო 24 საათში დაჯარიმდა ერთი პირი.

მეტი...

„დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულმა გაუსწრო დადასტურებულს“ – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით ახალი გამოვლენილი შემთხვევა საკარანტინე სივრცეს უკავშირდება. მარინა ეზუგბაია დაავადების კლების დადებით დინამიკაზე საუბრობს. „გუშინ გვყავდა 630 დადასტურებული პაციენტი და შემოგვემატა მხოლოდ ერთი. გამოჯანმრთელებული გვყავს 349 პაციენტი და დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულმა გაუსწრო დადასტურებულს. სულ 279 მკურნალობს, 379 გამოჯანმრთელებულია. ახალი შემთხვევა ერთი პაციენტია, რომლის ოთხი კონტაქტი მოძიებულია და პისიერ კვლევა განმეორებას საჭიროებს, თუ მცა უმეტეს შემთხვევაში, როდესაც განმეორებას ითხოვს ტესტი, უარყოფითია. ახალი ინფიცირებულის წყარო ჯერ – ჯერობით დგინდება, ეს ადამიანი არის საკარანტინე სივრციდანაა,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიარეისი დღეს ლონდონიდან შესრულდება

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ლონდონი-თბილისის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, სპეცრეისით საქართველოში ჩამოვა 120-მდე თანამემამულე, მათ შორის სტუდენტები, ხანდაზმული პირები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები და ტრანზიტული მგზავრები. ამასთან, საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რომ რეისზე ბორტის სამგზავრო ადგილები არ იქნა სრულად ათვისებული, რაც მიანიშნებს კორონავირუსის გავრცელების შედეგად სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობის კლების დადებით ტენდენციაზე. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 32 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 639 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 32 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 349-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4769 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414.

მეტი...

ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 19 965 მოქალაქეს, ხოლო ქვეყანაში დაბრუნდა 10 698 ადამიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 მაისის მონაცემების თანახმად, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 19 965 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 10 698. „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. 2020 წლის 12 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19 965 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 10 698 მოქალაქე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში…

მეტი...

“ველოდები, რომ პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშეკრულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას” – სენატორი ჯიმ რიში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება. „ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, – ნათქვამია სენატორის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, ჯიმ რიში აზიარებს აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელიც საქართველოში პოლიტიკური დიალოგის სხვა ფასილიტატორებთან ერთად საელჩომ გუშინ გაავრცელა. „ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ…

მეტი...

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინინება. წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს მისი გარდაცვალება. დღეს ასევე XVII-XVIII საუკუნეებში…

მეტი...