„საზღვრის გახსნის თარიღის დასახელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო“ – შალვა ალავერდაშვილი

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის  შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით ტურისტების ნაკადის პროცენტული მაჩვენებლის შარშანდელ მონაცემებს ქვეყანა მხოლოდ 2022 წელს შეძლებს დაეწიოს. სპეციალისტის განმარტებით შესაძლოა მცირე ზომის კაფეები და რესტორნებიც დაიკეტოს. „ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სასტუმროებისთვის ქონების გადასახადის მოხსნას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თარიღის დასახელება პირველ ივლისს. ერთ კვირაში გვეცოდინება როგორ ვიმუშაოთ და როგორი წესი გვექნება რესტორნების და სასტუმროების ფუნქციონირების. ჩვენ დავსახავთ გეგმას გადავეწყოთ ახალ სამუშაო გარემოზე. ვეცნობით სხვა ქვეყნების გამოცდილებებს, ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოაქვეყნა წინასწარ მუშაობის წესები, თუმცა ჩვენ ველოდებით ჩვენს ქვეყანაში მიღებულ რეგულაციებს. საკმაოდ რთული იქნება გადაწყობა პატარა რესტორნებისთვის და…

მეტი...

“მსოფლიოში დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე ვგეგმავდით სატრანზიტო მარშრუტებსაც” – დავით ზაკლანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპზე, უცხოეთში მყოფი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პრევენციული ნაბიჯები გადადგა. „ამის საუკეთესო მაგალითია, რომ ეპიდაფეთქების საწყის ეტაპზე, მაშინ, როდესაც ეს პრობლემა არ იყო გავრცელებული მთელს მსოფლიოში, მოხდა ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა პანდემიის მაღალი რისკის ზონებიდან, კერძოდ, იტალიიდან და ჩინეთიდან. მსოფლიოში დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე ვგეგმავდით სატრანზიტო მარშრუტებსაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ე.წ გამგზავრების ჰაბებში ჩაგვყავდა და ასევე უზრუვნელვყოფდით, სახმელეთო მონაკვეთზე გადაადგილების შესაბამის დერეფრნებსა და ტრანსპორტირებას“,- აღნიშნა ზალკალიანმა. მისივე თქმით, ამასთან, დიპლომატიური წარმომადგენლები მოქალაქეებს…

მეტი...

“კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყაროები ცნობილია. „რვა ახალი დადასტურებული შემთხვევიდან აბსოლუტურას ყველას წყარო ცნობილია. არსებული წყაროდან არის. უბრალოდ ოთხი კარანტინის სივრციდან არის. დანარჩენი კონტაქტები არიან“,- დასძინა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 323 პაციენტი მკურნალობს. „გუშინ დილას, ამ დროისთვის, როგორც იცით, 615 დადასტურებული შემთხვევა იყო ქვეყანაში. დაგვემატა რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 623. გამოჯანმრთელებულები გუშინ იყო 275, დაგვემატა 13 და გვყავს 288. თუ ამ მონაცემებს ერთმანეთთან შევაჯერებთ და გამოვიანგარიშებთ, ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდცენტრებში 323 პაციენტი მკურნალობს“,- განაცხადა…

მეტი...

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს. ზალკალიანის განცხადებით, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე. „სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დანიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე,…

მეტი...

“ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, თუმცა კლინიკურად დაავადების პროგრესირება აღარ შეინიშნება” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს. სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევა არ დამატებიათ. მისივე თქმით, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია. ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, თუმცა გუშინ პირველად, დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა. “კვლავ ერთი მძიმე პნევმონიით გვყავს პაციენტი, რომლის მდგომარეობაც უკვე გაუმჯობესებულია და ალბათ ისიც გადაინაცვლებს საშუალო სიმძიმის პაციენტთა რიცხვში. დანარჩენი პაციენტები გვყავს საშუალო და მსუბუქი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ამასთან, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ექვსი მოზარდი რჩება. „მოზარდები გვყავდა თერთმეტი, დატოვა უკვე დაახლოებით ოთხმა, თუ ხუთმა პაციენტმა…

მეტი...

„2020 წელი გადარჩენის წელი“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

წელს ბიზნესის გადარჩენის წელი გვექნება, 2021 წლამდე ბიზნესი იმუშავებს მხოლოდ გადარჩენისთვის, – ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით მცირეა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც წელს ტურიზმის თვალსაწრისით საქართველოს პარტნიორები იქნებიან. „რუსეთიდან საერთოდ არ განვიხილავთ ამ ეტაპზე ტურისტებს, იქ ძალიან ბევრი ინფორმაცია იმალება დაავადების შესახებ, რუსეთიდან ტურისტების მიღების იმედი არ გვაქვს. რეალურად ჩვენი პარტნიორები არიან ამ ეტაპზე, ისრაელი, ყაზახეთი, სამხრეთ კორეა – ეს იქნება წლევანდელი წლის ბაზარი. მთავარი ამ წუთში არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე იმ იმ ქვეყნებში საიდანაც ტურისტებს ველოდებით.…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 623 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ამასთან, 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 288 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

კორონავირუსისგან 18 წლამდე ასაკის პაციენტი და 88 წლის ქალი გამოჯანმრთელდნენ

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი. საუბარია 18 წლამდე მოზარდსა და 88 წლის ქალზე. „გვაქვს გამოჯანმრთელება ერთი 18 წლამდე მოზარდის და 88 წლის ქალბატონის. ათი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მეტი...

ამსტერდამი-თბილისის რეისით საქართველოში 179 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამსტერდამიდან რეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 179 თანამოქალაქე დაბრუნდა. სამინისტროს ცნობით, მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. „14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 83 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 4633 ადამიანია განთავსებული“,- აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

მეტი...

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან სამ პაციენტს გაწერენ

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერას გეგმავენ. 4-მა განკურნებულმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა. პაციენტები ე.წ. წყალტუბოს კლასტერს მიეკუთვნებოდნენ. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 32 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. კლინიკაში კოვიდ-19-ის დიაგნოზით ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 615-ს შეადგენს. მათ შორის 275 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 9 ადამიანი. საკარანტინო ზონებში 4723 მოქალაქე რჩება, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 446 პაციენტია.

მეტი...

მესამე დღეა, ზვავში მოყოლილი მოქალაქის ძებნა გრძელდება

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები დღეიდან განახლდა. მოქალაქეს მესამე დღეა ეძებენ. პროცესში ჩართულია  სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, არსებობს ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება, რაც აფერხებს სამაშველო ოპერაციას. გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 5 მაისს შევიდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე. მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი საავადმყოფოში იმყოფება და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მეორე, დაკარგული მოქალაქის ძიება კი ამ დრომდე გრძელდება. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 5 მაისს მოხდა, ზვავი იმ დროსა ჩამოწვა, როდესაც კომპანია „თუშეთის…

მეტი...

“საქართველოში უცხოელ ტურისტებს ივლისიდან ელოდებიან” – “ბიბისი”

უცხოელ ტურისტებს საქართველოში ივლისიდან ელოდებიან – ამ სათაურით აქვეყნებს „ბიბისი“ საერთაშორისო ტურისტებისთვის საქართველოს საზღვრების გახსნის შესახებ ინფორმაციას. როგორც „ბიბისი“ წერს, ტურიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. „2019 წელს საქართველოს ხუთი მილიონი ტურისტი ეწვია. წელს კი, საერთაშორისო ტურისტები საქართველოში სტუმრობას პირველი ივლისიდან შეძლებენ. პანდემიის გამო, საგანგებო რეჟიმში გადასული ქვეყანა დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ორშაბათიდან, 11 მაისიდან ეტაპობრივად გეგმავს“,- წერს „ბიბისი“.

მეტი...