მესამე დღეა, ზვავში მოყოლილი მოქალაქის ძებნა გრძელდება

  •  

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები დღეიდან განახლდა.

მოქალაქეს მესამე დღეა ეძებენ. პროცესში ჩართულია  სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, არსებობს ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება, რაც აფერხებს სამაშველო ოპერაციას.

გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 5 მაისს შევიდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე. მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი საავადმყოფოში იმყოფება და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მეორე, დაკარგული მოქალაქის ძიება კი ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 5 მაისს მოხდა, ზვავი იმ დროსა ჩამოწვა, როდესაც კომპანია „თუშეთის გზის“ თანამშრომლები გზას წმენდნენ.

მსგავსი თემები