ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან სამ პაციენტს გაწერენ

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერას გეგმავენ.

4-მა განკურნებულმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა. პაციენტები ე.წ. წყალტუბოს კლასტერს მიეკუთვნებოდნენ. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 32 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. კლინიკაში კოვიდ-19-ის დიაგნოზით ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 615-ს შეადგენს. მათ შორის 275 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 9 ადამიანი. საკარანტინო ზონებში 4723 მოქალაქე რჩება, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 446 პაციენტია.

მსგავსი თემები