ამსტერდამი-თბილისის რეისით საქართველოში 179 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამსტერდამიდან რეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 179 თანამოქალაქე დაბრუნდა.

სამინისტროს ცნობით, მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

„14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 83 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.

ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 4633 ადამიანია განთავსებული“,- აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები