“სანამ რეალობიდან არ გამოვალთ, არჩევნებს აზრი არ აქვს, დიდი ალბათობით, ის ვერც ჩატარდება, გავკოტრდებით” – დავით ჭიჭინაძე

  •  

“სანამ ამ რეალობიდან არ გამოვალთ, სანამ არ დავინახავთ, რა რეალობაში ვიმყოფებით, არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, არჩევნების ვერ ჩატარების ალბათობა დიდია.

“როგორ შეიძლება დღეს შენ, ხელისუფლება რომ ხარ, ჩაატარო არჩევნები მარტო იმიტომ, რომ 2 თვეში ისევ კრიზისი შეგექმნას. ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი – რას აპირებს ხელისუფლება?! არჩვენების ჩატარების თარიღიც ხელისუფლების ხელშია – როცა უნდათ, გადაწევენ, როცა უნდათ – გადმოწევენ. დიდი ალბათობით, არჩევნები ვერ ჩატარდება. ოქტომბერი, ნოემბრის დასაწყისი ყველაზე კატასტროფული პერიოდი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს მასშტაბით.  სხვა რეალობაში აღმოვჩნდებით და ეს ალბათ, შეცვლით ცხოვრების სტილს. ის ხალხი, რომელიც დღეს ფიქრობს, რომ უფლებას მისცემენ და რაღაცას რომ გააკეთებენ, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, ეს ილუზია 2-3 თვეში რომ გაივლის, ისინი ბანკების წინააღმდეგ პირისპირ დარჩებიან, მთელი ქვეყანა გაკოტრებული აღმოჩნდება”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები