“პლაქველინის” გამოყენების სქემა ამართლებს, თუ დაიდო შედეგი რომ უნდა ამოვიღოთ პროტოკოლიდან, ამოვიღებთ” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, პრეპარატ “პლაქველინის” გამოყენების სქემა ამართლებს, მაგრამ მისი განმარტებით, თუ დადგა მისი პროტოკოლიდან ამოღების საჭიროება, ამას აუცილებლად გააკეთებენ.

“საბედნიეროდ FDA-ს პრეპარატი ნუსხიდან არ ამოუღია. დღეს უკვე 9 პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გამოჯანმრთელებული, ლეტალობის ინდექსი ძალიან დაბალი გვაქვს – ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ პრეპარატის გამოყენების სქემა ამართლებს. ხვალ თუ დაიდო შედეგი, რომ უნდა ამოვიღოთ პლაქველინი პროტოკოლიდან, აუცილებლად ამოვიღებთ. ჩვენ მას კრიტიკულ პაციენტებში ვიყენებთ. ამ ეტაპამდე ჩვენს კლინიკაში “პლაქველინისგან” გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა,”- განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. 

მსგავსი თემები