საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ხუთი პაციენტი. გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4949, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555 პირი.

მსგავსი თემები