მზის სხივები „კოვიდ 19“-ს 2 წუთში ანადგურებს – ამერიკელების კვლევა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ მსოფლიო პანდემიას „კოვიდ 19“-ს სახით, მზის სხივები და ტენიანობა ანადგურებს.

თეთრი სახლის უსაფრთხოების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებით, ჩატარებული კვლევები უტყუარია.

„24 გრადუსისა და 20%-იანი ტენიანობის პირობებში, ვირუსს მზის სხივები 2 წუთში ანადგურებს. ვირუსი, რომელიც ზედაპირზე 2 წუთის განმავლობაშია, კვდება. ჰაერში კი პირდაპირი მზის სხივით, 21-24 გრადუს ტემპერატურაზე და 20%-იანი ტენიანობის შემთხვევაში, 1 წუთსა და 30 წამში ნადგურდება.  კვლევებით ასევე დავადგინეთ, რომ მათეთრებელი ხსნარები ვირუსს 5 წუთში კლავს, ეს ყველაფერი კი მანიპულაციებისა და გახეხვის გარეშე ხდება“ – განაცხადა თეთრი სახლის უსაფრთხოების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელმა სპეციალურ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები