დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„ნიკოლოზ გამყრელიძე კლინიკურად ჯანმრთელია. რადიოლოგიურადაც კარგი მდგომარეობა აქვს, თუმცა ჯერ ვაწარმოებთ დაკვირვებას და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინეს.