“მარნეულსა და ბოლნისში ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად” – ირაკლი ჩიქოვანი

“მარნეულსა და ბოლნისში არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, არ არის არანაირი მიწოდების პრობლემა, თუმცა, მცირე ზომის სოფლის მაღაზიებში შეიძლება  თავიდან ყოფილიყო გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს შეფერხებებიც აღმოფხვრილია.

მსგავსი თემები