“შესაძლოა, ორი კვირის შემდეგ მოხდეს ამ დაავადების მანიფესტაცია” – დავით გადელია

“დიდი ფუფუნება არც ერთ კლინიკას აქვს, რომ ნახევარი ნახევარზე რეზერვში ჰყავდეს პერსონალი, მაგრამ თადარიგს ვიჭერთ“- ამის შესახებ აკადემიკოსი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორმა დავით გადელიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

დავით გადელია არ გამორიცხავს, რომ დაავადებამ  პიკს საქართველოში ორი კვირაში მიაღწიოს. მისი ინფორმაციით კლინიკა შეძლებისდაგვარად მედპერსონალის დარეზერვებას ახდენს, რადგან, მედიკოსის მოსაზრებით, ინფექციის გადადებისგან დაზღვეული მიუხედავად მაქსიმალური პრევენციისა არავინ არაა.

„შესაძლოა, ორი კვირის შემდეგ მოხდეს ამ დაავადების მანიფესტაცია. ჩვენ არ გვინდოდა პერსონალის შვებულებაში გაშვება, არც იმის ფუფუნება აქვს კლინიკებს, რომ ნახევარი ნახევარზე დაარეზერვოს ექიმები. ამიტომ, თადარიგს ვიჭერთ და ვცდილობთ, რომ ერთი ორი ადამიანი ამ ეტაპზე დავასვენოთ, რადგან მიუხედავად მაქსიმალური პრევენციისა არავინ არაა დაზღვეული ინფიცირებისგან, არც ისაა გამორიცხული გზაში და მგზავრობის დროს გადაედოს ამ პერსონალს“ – განაცხადა დავით გადელიამ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები