ყველაზე დაბალი იმუნიტეტის მქონე ბენეფიციარები, ვინც ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობენ, პრეპარატებს სახლშიც მიიღებენ

„ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასა და ამ პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს არაფერი ემუქრებათ და საჭიროების შემთხვევაში, მათ პრეპარატებს ადგლზე მიაწვდიან“ – ეს ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ ეტაპზე, „კორონავირუსის“ საფრთხის გამო, პრეპარატზე უარი ერც ერთ ბენეფიციარს უთქვამს.

„დღესდღეისობით, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით  ერთდროულად სერვისს იღებს დღეი 9 000 ბენეფიციარი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. 21-ვე ჩვენს სერვის ცენტრებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები დღეში ორჯერ, როგორც დადგენილია ეს შესაბამისი ნორმატიული აქტებით. ასევე, სიტუაციასთან დაკავშირებით, ჩენ გვაქვს მზაობა, ყველა ადამიანს, რომელიც იყო სარისკო სიტუაციის მქონე ქვეყანაში, უახლოესი პერიოდის განმავლობაში, ან თვითიზოლაციის რეჟიმში გადადის, ან იმყოფება კარანტინში,  ფსიქიკური ჯანმრთელობისა და  ნარკომანიის პრევენციის ცენტრი გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ საჭირო მედიკამენტი და არ გახდნენ იძულებული, თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამომდინარე პროგრამა ჩააგდონ. თუ ადამიანი გადადის თვითიზოლაციის პირობებში და ამისთვის გააჩნია შესაბამისი ობიექტური სიტუაცია, მზად ვართ ეს გავაკეთოთ,“ – განუცხადა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.   

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯერ არ მიუღიათ ინფორმაცია, რომ მათი ბენეფიციარი თვითიზოლაციაში იმყოფება და სერვის ცენტრში გამოცხადებას ვერ ახერხებს. ლაშა კილაძის ინფორმაციით, „კორონავირუსის“ გადადების შიშით, ამ ეტაპისთვის,  არც ერთ პაციენტს უთქვამს უარი სერვის ცენტრში მისთვის განკუთვნილი პრეპარატის მისაღებად მისულიყო.

„მსგავსი დეკლარირებული შემთხვევა ჩვენთან არ არის. კონკრეტული მომართვა, რომ პაციენტი უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე რომ ის ფრთხილობს ან თვითიზოლაციაშია, ჯერ არ გვქონია. თუ კი მომართვა იქნება, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი მედიკამენტი მიიღოს“, გვითხრა ლაშა კილაძემ.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები