ვირუსით ინფიცირებული 2 ტურისტი ყოველ დღე რესტორნში დადიოდა, გაფრთხილება მათ ვინც ამ რესტორას სტუმრობდა   

რესტორან „მთავრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. აღნიშნულის მიზეზი კი ის გახდა, რომ 3 ჩეხი ტურისტი, რომელსაც „ახალი კორონავირუსი“ დაუდგინდა მათ რესტორანში ყოველ დღე დადიოდნენ და არაერთ ადამიანთან ჰქონდათ კომუნიკაცია. რესტორნის ადმინისტრაცია ყველს მიმართავს, ვინც ამ დაწესებულაბას სტუმრობდა და აფრთხილებს.

“მეგობრებო, დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში. ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში , რესტორანი დაკეტილია , 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას …
ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას…

იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება“, – აცხადებს რესტორნის თანამშრომელი.  

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება



მსგავსი თემები