ახალი საკარანტინო ზონა საირმეშიც გაიხსნა

საირმეში მოწყობილ საკარანტინო ზონაში საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები უკვე მოხვდნენ. ისინი ქვეყანაში გვიან ღამით დაბრუნდნენ,  კერძოდ, მარსელიდან ქუთაისში.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, კურორტზე ყველა პროტოკოლური წესი დაცულია.

„შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე, კურორტ საირმეზე ახალი საკარანტინო სივრცე გამოიყო. ეს საჭირო გახდა  იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დამატებით დასჭირდებათ კარანტინში მოთავსება. ადგილზე ყვალაფერი მზადაა, პერსონალიც მობილიზებულია, ადმინისტრაციული შეხვედრებიც გვქონდა და რასაც პროტოკოლი ითვალისწინებს, ყველაფრისთვის მზად ვართ“ – განუცხადა გოჩა გიორგაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.     

მსგავსი თემები