„ვისაც სურს აიცრება, ვისაც არ სურს, არ აიცრება“ – მეუფე ვახტანგი

ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი აცხადებს რომ სასულიერო პირმა საკუთარ მრევლს ვაქცინაციის აუცილებლობის თუ საჭიროების მითითება არ უნდა მისცეს. როგორც სასულიერო პირი ამბობს, ეს ცალკეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს.

„ვისაც სურს – აიცრება, ვისაც არ სურს – არ აიცრება. მრევლს ვერაფერს ვერ მოვუწოდებ. სპეციალისტები, ვინც ამ სფეროში მუშაობენ, მათ უნდა მოგვცენ რეკომენდაციები. ყველა ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში“ – აცხადებს მეუფე.

ცურტაველმა მიტროპოლიტმა შეფასება დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა.    

„საჭიროა მოლაპარაკება სახელმწიფო დონეზე. ტყუილად ჩვენ არავინ არაფერს დაგვიბრუნებს. გარეჯის სახით ეს ისტორიული მემკვიდრეობა, რომელი ქართველი ერის სიამაყეა, საქართველოს უნდა დაუბრუნდეს“ – აცხადებს მიტროპოლიტი.   

მსგავსი თემები