„პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტში შესვლა “ტეხავს” – იაგო ხვიჩია

 „მე კი ვარ პარლამენტის წევრი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტი გააქრო,“ – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია ამბობს, რომ მისი პარტიის პოზიცია პარლამენტში შესვლაზე თავიდანვე ცნობილი იყო, თუმცა ახლა, როდესაც ხელისუფლებამ პარლამენტი გააქრო, იქ შესვლის სურვილი არცერთ ოპოზიციურ სუბიექტს არ აქვს. იაგო ხვიჩია ევროკავშირის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ დასავლეთის განწყობები ეტაპობრივად აუცილებლად შეიცვლება. 

“ჩვენ პარლამენტში შესვლა რომ გვინდოდა და ყველა სლოგანზე “გირჩი პარლამენტში” რომ გვეწერა – გასაგებია. მე კი ვარ პარლამენტის წევრი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტი გააქრო. ეს ის პარლამენტი არ არის, სადაც შესვლა შესაძლებელია. პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტში შესვლა “ტეხავს”. ვფიქრობ, რომ დასავლეთის განწყობა ნელ-ნელა შეიცვლება. თუ საბოლოოდ გაირკვევა, რომ ჩვენ ახალ წელს ერთპარტიული პარლამენტით შევხვდით, ყველა ისრები ხელისუფლებისკენ წამოვა. ახლა ეს ისრები ოპოზიციისკენ მოდის, რადგანაც ყველა ჩვენს მეგობარს უნდა რომ ჩვენ ქუჩაში არ ვიჩხუბოთ,” – აღნიშნავს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

მსგავსი თემები