ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტი ტყის საერთაშორისო და ასევე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში, მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დარგვის აქცია გაიმართა, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად, ქუთაისის შშმ ბავშთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ ბენეფეციარები შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა 30-მდე კვიპაროსისა და ფიჭვის სახეობის ნერგი დარგეს, რომელთა მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ. მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ტყის მნიშვნელობის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის, ასევე, ქვეყნის განვითარებაში ტყის როლის შესახებ ეკოგკვეთილიც ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა.

მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებისგან მიიღეს. 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

მსგავსი თემები