“კორონავირუსის გავრცელების რისკს ხმამაღალი საუბარიც წარმოადგენს” – ბიძინა კულუმბეგოვი

“არა მარტო ცემინება და ხველა, ხმამაღალი საუბარიც კი კორონავირუსის გავრცელების რისკს წარმოადგენს”, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ გამოქვეყნდა ერთ-ერთ ავტორიტეტულ ჟურნალში სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ხმამაღალი საუბრის დროს 15-18 წუთი ჰაერში რჩება ინფექცია.

„ჩვენს ლორწოში შეწონილი წვეთები, სადაც ვირუსია გახვეული, ხმამაღალი საუბრის შედეგად გამოიყოფა და 15-18 წუთი ჰაერში რჩება. რაც იმას ნიშნავს რომ ინფიცირებულმა ადამიანმა შეიძლება დატოვოს სივრცე და იქ ჯანმრთელი ადამიანი შევიდეს, მოხდეს მისი დაინფიცირება. ამიტომ ნიღაბთან მიმართებით, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მსგავსი თემები