ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ელჩმა მიმართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელის WeChat-ის მეშვეობით მიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ვიდეომიმართვაში ელჩმა მოქალაქეებს კომუნიკაციის, საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ასევე, ჩინეთის მთავრობისა და უხანის მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული პრევენციული ზომების, ეპიდემიის პირობებში შესაბამისი სანიტარული მოთხოვნების შესახებ.

საქართველოს საელჩო განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას. საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, მათ შორის, ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში მყოფ 5 მოქალაქესთან, რომლებიც ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან. 

მსგავსი თემები