გენერალური პროკურორობის მსურველებთან გასაუბრება დღეს 11:00-ზე დაიწყება

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრებას  აგრძელებს.  დღეს, საბჭო 11:00 საათზე შეიკრიბება და კიდევ რამდენიმე კანდიდატს მოუწმენს, პროცესი კი „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“  მე-3 მუხლის შესაბამისად,  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა  ერთიან სიაში შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება 27 იანვარს დაიწყო.

გუშინ, საბჭოს წევრებმა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს – ვიქტორ ახალბედაშვილს და პაატა გაბელიას გაესაუბრა. მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია  და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი  საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – pc.gov.ge  და საპროკურორო საბჭოს ფეისბუქგვერდზე   ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს,  

საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს  გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 28 იანვარს 11:00 საათზე გააგრძელებს.

მსგავსი თემები