„არავის აქვს უფლება, ძალით მიაწოდოს საკვები პატიმარს”- ირაკლი კობახიძე

,,სტანდარტების მიხედვით, ვინმესთვის ძალით საკვების მიწოდება არ შეიძლება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ სხვანაირად იმოქმედოს.

„არავის აქვს უფლება, ძალით მიაწოდოს საკვები პატიმარს. პატიმარს არ უნდა „ვივამედის“, პენიტენციური სამსახურის საკვების მიღება, იღებს მხოლოდ ოჯახის მიერ მიღებულ საკვებს და ის საკვები არ არის სათანადო კალორაჟის. ამიტომ, აქ ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ იმოქმედოს სხვანაირად. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები