,,სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და ბევრსაც მიიღებს”- ლევან ხაბეიშვილი

,,პრეზიდენტ სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და დარწმუნებული ვარ, ბევრსაც მიიღებს“,-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არათუ მორალური უფლება, არამედ პოლიტიკური უფლებაც არა აქვთ, სააკაშვილის ნამოქმედარს რაიმე შეფასება გაუკეთონ.

,,ამ ადამიანებს არათუ მორალური უფლება, არამედ პოლიტიკური უფლებაც არა აქვთ, პრეზიდენტ სააკაშვილის ნამოქმედარს რაიმე შეფასება გაუკეთონ. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ეს ეწყინა, არ მოეწონა და გაბრაზდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ვგულისხმობ „რუსულ ოცნებას“ და დარწმუნებული ვარ, გაბრაზდებოდნენ, კრემლში. დანარჩენს ყველას ნორმალურად, ადეკვატურად მიაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ჯილდო. პრეზიდენტ სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და დარწმუნებული ვარ, ბევრსაც მიიღებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები