,,თანამდებობის პირები საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა არასახელმწიფო მიზნით გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ”- ზელენსკი

უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა. ქვეყნის დატოვებას ისინი მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებების მიზნით შეძლებენ.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

„არის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრინციპული გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით. ეს ეხება ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონის ყველა თანამდებობის პირს. ეს ეხება სამართალდამცველებს, სახალხო დეპუტატებს, პროკურორებს და ყველას, ვინც უნდა მუშაობდეს სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოში. სურთ ახლა დასვენება – დაისვენებენ სახელმწიფო სამსახურის მიღმა. საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა არასახელმწიფო მიზნით გამგზავრებას თანამდებობის პირები ვეღარ შეძლებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები