უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს

კრემლი ისევ იმუქრება. მუქარის თემა კი უკრაინის იარაღით მომარაგებაა. როგორც კრემლის პრეს სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, უკრაინის იარაღის მომარაგებისთვის საფასურის გადახდა თავად უკრაინელ ხალხს მოუწევს.

„ყველა ქვეყანას, რომელიც ამა თუ იმ გზით პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობს უკრაინის იარაღით მომარაგებასა და უკრაინის ტექნოლოგიური დონის ამაღლებაში, პასუხისმგებლობა ეკისრება. მთავარია, რომ ამ ქმედებებისთვის უკრაინელ ხალხს მოუწევს ფასის გადახდა, მთელი ამ ფსევდო მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს პესკოვი.

მან გერმანული ტანკები – „ლეოპარდ 2“-იც ახსენა და აღნიშნა, რომ რუსეთი თვალს ადევნებს უკრაინისთვის მისი მიწოდების განვითარებას.

 

მსგავსი თემები