ტრამპის წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

ტრამპის წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

საუბარია 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე, რომელსაც აშშ-ის კონგრესის სპეციალური კომიტეტი იძიებს. კომიტეტმა რეკომენდაცია შეიმუშავა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ამის შესახებ NEXTA Live იუწყება.

კომიტეტი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე  ამბოხების, სახელმწიფო ორგანოების მუშაობის შეფერხების და მთავრობის შეცდომაში შეყვანის მიზნით შეთქმულების მუხლებით აღძრას.

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ამ დონის პირველი პოლიტიკოსია, ვისაც შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი წაუყენონ.

მსგავსი თემები