„ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის პარტნიორობა, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, იქნება სტრატეგიული ინვესტიცია მთელი რეგიონის ევროპული მომავლისთვის” – შალვა პაპუაშვილი

საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ როლს, როგორც ვაჭრობისა და კავშირის ჰაბი, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით ოთხი ქვეყნის მიერ გაფორმებულ დოკუმენტს.

„ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის პარტნიორობა და მისი ფლაგმანი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, იქნება სტრატეგიული ინვესტიცია მთელი რეგიონის მწვანე, მშვიდობიანი და ევროპული მომავლისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს დღეს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო

მსგავსი თემები