,,ქარიც გვესალმება, თავს ვგრძნობ სახლში”- ილჰამ ალიევი

,,ქარიც გვესალმება, თავს ვგრძნობ სახლში,”- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, დღევანდელი ვიზიტი შეიტანს წვლილს მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში.

,,ბედნიერები ვართ, რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით. ქარი ბაქოს მაგონებს, ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება, თავს ვგრძნობ სახლში. მიხარია, რომ კვლავ ვიმყოფები თქვენს ქვეყანაში. ხშირად გვაქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. გასულ წელს, ბატონი ირაკლი ორჯერ იყო ჩამოსული აზერბაიჯანში. საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანებთს და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში. ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ურთიერთობებს, რასაც ჩვენი ერები საუკუნეების განმავლობაში იზიარებდნენ. დღეს სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს ალიანსის დონეზე, რადგან ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატში,”- განაცხადა ალიევმა.

მსგავსი თემები