,,აქციის მონაწილეების უფლებებს ვერ შევზღუდავთ,​ პანჩურებით ნამდვილად არ გავყრით”- ვახტანგ გომელაური

,,აქციის მონაწილეების უფლებებს ვერ შევზღუდავთ,​ პანჩურებით ნამდვილად არ გავყრით, თუ დასაკავებელი იქნება, კულტურულად მივაბრძანებთ, – ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას.

მინისტრის თქმით, აქციის მონაწილეებს უფლებებს ვერ შეუზღუდავენ.

„ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. რაც გვევალება, იმას შევასრულებთ. ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და როგორც არის წესი და კანონი, ისე მივუდგებით. პანჩურებით არ გავყრით ნამდვილად. კულტურულად მივაბრძანებთ, თუ დასაკავებელი იქნება. ჩვენთვის ახალი არ იქნება ცხელი შემოდგომები“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ზურაბ  ჯაფარიძის განაცხადა: „ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან“.

მსგავსი თემები